„სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 98/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 17/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 430190000.22.022.016364
  • Word
98/ნ
17/05/2012
ვებგვერდი, 17/05/2012
430190000.22.022.016364
„სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №98/

2012 წლის 1 7 მაისი

ქ. თბილისი

„სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ’’  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებით (ვებგვერდი, 110407029, 07/04/2011, სარეგისტრაციო კოდი 430190000.22.022.016087) დამტკიცებულ „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებში” შეტანილ იქნეს  ცვლილება და მე- 4 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

21. მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე,  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, ამ მუხლით დადგენილი წესით  გამოცდებს აბარებენ მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შერჩეულ განვითარების შეფერხების (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის), სენსორული (სმენისა და მხედველობის) დარღვევების მიხედვით სპეციალიზებულ სკოლებში ან იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში , რომლის მოსწავლეებიც არიან .

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

.  შაშკინი