„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე”საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე”საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 166
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016367
  • Word
166
16/05/2012
ვებგვერდი, 18/05/2012
200090000.22.033.016367
„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე”საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას
„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე”საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №166

2012 წლის 1 6 მაისი

ქ. თბილისი

,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონისმე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2552) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:         

1. მე-19 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

 „31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმება დასაშვებია იურიდიულ პირთან, თუ მას გააჩნია არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება საკონტროლო-სალარო აპარატების ტექნიკური მომსახურების სფეროში.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პირი, გარე გადახდისა და მონაცემთა აღრიცხვის ერთიან ტერმინალთან ინტეგრირებული სისტემური საკონტროლო-სალარო აპარატის (სისტემური სსა აპარატი, რომლის ფუნქციონირება ხდება მხოლოდ პროგრამულ-ტექნიკურ კომპლექსში შემავალი სალარო-კომპიუტერულ სისტემაში ჩართული სხვა ელექტრული ხელსაწყოების მეშვეობით) რეგისტრაციის მიზნით განცხადებით მიმართავს საგადასახადო ორგანოს, ხოლო GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური სსა-ის რეგისტრაციის მიზნით საგადასახადო ორგანოს ან იურიდიულ პირს.“;

გ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. გარე გადახდისა და მონაცემთა აღრიცხვის ერთიან ტერმინალთან ინტეგრირებული სისტემური საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციის მიზნით წარდგენილ განცხადებაში მიეთითება:

ა) პირის დასახელება/სახელი და გვარი;

ბ) საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;

გ) იურიდიული მისამართი;

დ) საკონტაქტო რეკვიზიტები;

ე) რეგისტრაციაში გასატარებელი სსა-ის მოდელი;

ვ) საქარხნო ნომერი;

ზ) ის ფაქტობრივი მისამართი, სადაც გამოყენებული იქნება რეგისტრაციაში გასატარებელი სსა, ხოლო დისტრიბუციის შემთხვევაში პირის იურიდიული მისამართი.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სსა-ის რეგისტრაციის შემთხვევაში განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) რეგისტრაციაში გასატარებელი სსა-ის პასპორტი ან მისი შემცვლელი ანალოგიური დოკუმენტი;

ბ) სსა, რომელიც ტარდება რეგისტრაციაში;

გ) თუ განმცხადებელი წარმოადგენს პირის წარმომადგენელს, მაშინ წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.“;

) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე)მე-14 - მე-16 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. სსა, რომელიც აღარ გამოიყენება კონკრეტულ ობიექტზე ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისთვის, ექვემდებარება რეგისტრაციიდან მოხსნას. აღნიშნულის შესახებ პირი განცხადებით მიმართავს საგადასახადო ორგანოს ან იურიდიულ პირს.

15. სსა-ს რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ წარდგენილ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს სსა-ს საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი. რეგისტრაციიდან მოხსნისათვის განმცხადებელმა განცხადებასთან ერთად საგადასახადო ორგანოს ან იურიდიულ პირს უნდა წარუდგინოს სსა. რეგისტრაციიდან მოხსნის მიზნით, ხორციელდება სსა-ის გაუნაშთავი ჯამის (აპარატის მაჯამებლის მაჩვენებლის ფიქსაცია) ამობეჭდვა რეგისტრაციის დღიდან მოხსნის დღემდე (გარდა GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური სსა-ის რეგისტრაციიდან მოხსნის შემთხვევისა) და მონაცემთა ერთიან კომპიუტერულ ბაზაში კეთდება აღნიშვნა სსა-ის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ. პირს, განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 1 სამუშაო დღის ვადაში, გადაეცემა სსა და ცნობა მისი რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ (დანართი №6), რომელშიც ასახულია ინფორმაცია რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღის, გაუნაშთავი ჯამის და ,,Z“ ანგარიშის რაოდენობის შესახებ.

16. განცხადებაში ან/და თანდართულ დოკუმენტაციაში ხარვეზის გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ან იურიდიული პირი წყვეტს სსა-ის რეგისტრაციის/რეგისტრაციიდან მოხსნის პროცედურებს, რის შესახებაც არა უგვიანეს 1 სამუშაო დღეში აცნობებს განმცხადებელს.“.

191 . მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სსა-ის დალუქვას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს ან იურიდიული პირის უფლებამოსილი თანამშრომელი.“;

ბ) მე-8 და მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სსა-ის დაზიანების შემთხვევაში, თუ მისი შეკეთება საჭიროებს ლუქის მოხსნას ან იმ შემთხვევაში, თუ ლუქი მექანიკურად დაზიანდა, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ წერილობით ან ელექტრონული ფორმით აცნობოს საგადასახადო ორგანოს ან იურიდიულ პირს და წარადგინოს სსა დაზიანების მიზეზების აღმოფხვრის მიზნით.

9. სსა-ის შეკეთების (მასში დაზიანების მიზეზების აღმოფხვრის) შემდეგ, საგადასახადო ორგანო ან იურიდიული პირი ვალდებულია, განახორციელოს შეკეთებული სსა-ის ხელახალი დალუქვა ამ მუხლით დადგენილი წესით. ხელახალი დალუქვისას, დანართი №71-ის მე-8 სვეტში უნდა გაკეთდეს აღნიშვნა „ხელახალი დალუქვა“ და შესაბამის მონაცემებთან ერთად მიეთითოს მერამდენედ დაილუქა აღნიშნული სსა.“.

3. მე-20 მუხლის:

ა) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3 1 . საგადასახადო ორგანოს წინასწარი თანხმობით, პირის მიერ მის სახელზე საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული სსა-ს გამოყენება ან სსა-ს გარეშე სასაქონლო მატერიალური ფასეულობების რეალიზაცია დასაშვებია გამოფენის, პრეზენტაციის ან სხვა ასეთი ღონისძიების გამართვის ადგილზე. ასეთ შემთხვევაში, პირი განცხადებით (რომელშიც მიეთითება გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი, გამოფენის, პრეზენტაციის ან სხვა ასეთი ღონისძიების გამართვის ადგილი და ვადა) მიმართავს საგადასახადო ორგანოს, რომელიც განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა აცნობებს პირს თანხმობის ან უარის თაობაზე.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სსა-ის დაზიანების შემთხვევაში, პირი ვალდებულია ამ დაზიანების აღმოფხვრამდე შეაჩეროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ოპერაციები და დაზიანების თაობაზე აცნობოს საგადასახადო ორგანოს ან იურიდიულ პირს გონივრულ ვადაში. საგადასახადო ორგანომ ან იურიდიულმა პირმა უნდა განახორციელოს დაზიანებული სსა-ის ფისკალური მეხსიერებიდან დეტალური ინფორმაციის ამოღება (გარდა GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური სსა-ისა) შესაძლებლობის შემთხვევაში. პირი სსა-ის დაზიანების აღმოფხვრას უზრუნველყოფს ტექნიკური მომსახურების ცენტრის (შემდგომში – ტმც) ან იურიდიული პირის მეშვეობით. თუ ტმც-ის ან იურიდიული პირის პირობები პირისათვის მიუღებელია (მ.შ. მომსახურების ღირებულების თვალსაზრისით), სსა-ის შეკეთება შეიძლება უზრუნველყოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირის მეშვეობით. ამასთან, იმ შემთხვევაში, როცა სსა-ის შეკეთება მოითხოვს მისი რომელიმე მარაგ-ნაწილის გამოცვლას, დაუშვებელია მისი არაიდენტური ნაწილით ჩანაცვლება.“;

 გ) მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ე) როდესაც სსა-ის ჩეკში შეცდომით ამოირტყმება არასწორი თანხა, უნდა შედგეს დანართი №8-ით განსაზღვრული ფორმის აქტი, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს როგორც მოლარე-ოპერატორმა, ასევე მოლარე-ოპერატორზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელმა პირმა (დირექტორი, ბუღალტერი, გაყიდვების მენეჯერი და ა.შ.). ამასთან, შეცდომით ამობეჭდილი ჩეკი ან ჩეკის ასლი უნდა დაეკრას ამ აქტს. ასეთივე აქტი 2 ეგზემპლარად დგება იმ შემთხვევაშიც, როცა მომხმარებლის მიერ ხდება ჩეკის საფუძველზე ნაყიდი საქონლის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით დაბრუნება და ამასთან, მოლარე-ოპერატორს გააჩნია იმის უფლება, რომ მიიღოს საქონელი და დაუბრუნოს მომხმარებელს მასში გადახდილი თანხა. ამ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული პირების გარდა, აქტს ხელი უნდა მოაწეროს მომხმარებელმაც, რომელსაც უნდა გადაეცეს აქტის ერთი ეგზემპლარი. მოლარე-ოპერატორთან დარჩენილ აქტს უნდა დაეკრას მომხმარებლის მიერ დაბრუნებული ჩეკი და ჩეკის ასლი;“;

დ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ტმც ან იურიდიული პირი ახორციელებს სსა-ის ტექნიკურ მომსახურებას ან/და რემონტს. გარდა ამისა, უზრუნველყოფს:

ა) პირის სსა-ის ექსპლუატაციაში გაშვებისათვის წინამოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებას, მის პროგრამირებას, სარემონტო სამუშაოების განხორციელებას, აღმოჩენილი დაზიანებების აღმოფხვრას და სსა-ის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარებას;

ბ) პირის ან საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში ადგენს ტექნიკურ დასკვნებს სსა-ის გამართულობის შესახებ;

გ) იმ სსა-ების დარეგისტრირებას, რომლებიც გამოყენებული უნდა იქნენ როგორც სარეზერვო სსა-ები.“.

4. დანართი №9 და დანართი №10 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №9

საკონტროლო-სალარო აპარატის შესაკეთებლად გადაცემის და უკან დაბრუნების

აქტი №

 საკონტროლო-სალარო აპარატის შესაკეთებლად გადაცემის:

 

 

20--- წელი

----სთ --- წთ

 

 (რიცხვი, თვე, წელი) (საათი, წუთი)

 

 საკონტროლო-სალარო აპარატის უკან დაბრუნების:

 

 

 

20--- წელი

----სთ --- წთ

 

(რიცხვი,თვე, წელი) (საათი, წუთი)

 

 

ხელმძღვანელმა ან სხვა

 

(პირის დასახელება/სახელი, გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი)

 

უფლებამოსილმა პირმა

 

 

                                                                    (სახელი და გვარი/პირადი ნომერი)

 

ტექნიკური მომსახურების ცენტრის/

იურიდიული პირის

 

                                             (დასახელება/სახელი, გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი)

 

წარმომადგენელს

 

 

                                                                     (სახელი და გვარი/პირადი ნომერი)

 

 

შესაკეთებლად გადავეცით

 

არსებულ ჩვენს ობიექტზე დარეგისტრირებული

საკონტროლო-სალარო აპარატი

                                             (მისამართი)

 

 

                               (მოდელის დასახელება, საქარხნო ნომერი)

 

რომელიც რეგისტრირებულია

 

 

                                                                (საგადასახადო ორგანოს დასახელება)

                                                      

ბოლო „Z“ ანგარიშის ნომერი:

 

 

 

მთავარი მაჯამებელი მრიცხველის ჩვენებები (გაუნაშთავი ჯამი)

 

 შეკეთებამდე

 

 

 შეკეთების შემდეგ

 

 

 

საკონტროლო-სალარო აპარატის გაუმართაობის (დაზიანების) მოკლე აღწერა და

ფისკალური მეხსიერების ბლოკის მდგომარეობა:

 

 

 

 (ივსება ტექნიკური მომსახურების ცენტრის /იურიდიული პირის წარმომადგენლის მიერ)

 

შესაკეთებლად გადაცემის დადასტურება:

 

ხელმძღვანელი/სხვა უფლებამოსილი პირი

 

 

                                                                                                         (ხელმოწერა)

 

ტექნიკური მომსახურების ცენტრი

/იურიდიული პირის წარმომადგენელი

 

 

 

                                                                                                        (ხელმოწერა)

 

უკან დაბრუნების დადასტურება:

 

ხელმძღვანელი/სხვა უფლებამოსილი პირი

 

 

                                                                                                         (ხელმოწერა)

 

 

დანართი №10

საკონტროლო-სალარო აპარატის შესაკეთებლად გადაცემისას სარეზერვო

საკონტროლო-სალარო აპარატების დადგმისა და დაბრუნების

აქტი №

 

სარეზერვო საკონტროლო-სალარო აპარატის

დადგმის:

 

 

20--- წელი

----სთ --- წთ

 

 (რიცხვი, თვე, წელი) (საათი, წუთი)

 

სარეზერვო საკონტროლო-სალარო აპარატის უკან დაბრუნების:

 

 

20--- წელი

----სთ --- წთ

 

(რიცხვი, თვე, წელი) (საათი, წუთი)

 

 

 ხელმძღვანელმა ან სხვა

 

(პირის დასახელება/სახელი, გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი)

 

 

უფლებამოსილმა პირმა

 

                                                                    (სახელი და გვარი/პირადი ნომერი)

 

 

ტექნიკური მომსახურების ცენტრის

/იურიდიული პირის

 

                           (დასახელება/სახელი, გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი)

 

წარმომადგენელს

 

 

                                                                               ( სახელიდა გვარი/პირადი ნომერი)

 

შესაკეთებლად გადმოცემული (გადაცემული)

საკონტროლო-სალარო აპარატის სანაცვლოდ

 

                                                                                            (მისამართი)

 

არსებულ ჩვენს საკუთრებაში ან ტექნიკური მომსახურების ცენტრზე/იურიდიული პირზე დარეგისტრირებული სარეზერვო საკონტროლო-სალარო აპარატი

 

 

 

                                 (მოდელის დასახელება, საქარხნო ნომერი)

 

რომელიც რეგისტრირებულია

 

 

                                                                                (საგადასახადო ორგანოს დასახელება)

 

ბოლო „Z“ ანგარიშის ნომერი:

 

 

 

მთავარი მაჯამებელი მრიცხველის ჩვენებები (გაუნაშთავი ჯამი)

 

დადგმისას

 

 

 

დაბრუნებისას

 

 

 

 

სარეზერვო საკონტროლო-სალარო აპარატის სარეგისტრაციო ბარათის №

 

შესაკეთებლად გადაცემის დადასტურება:

 

ხელმძღვანელი/სხვა უფლებამოსილი პირი

 

 

                                                                                                         (ხელმოწერა)

 

ტექნიკური მომსახურების ცენტრი

/იურიდიული პირის წარმომადგენელი

 

                                                                                                         (ხელმოწერა)

 

უკან დაბრუნების დადასტურება:

 

ხელმძღვანელი/სხვა უფლებამოსილი პირი

 

 

                                                                                     (ხელმოწერა)

                                                                                                       .”.

 

5. 84-მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

,,4. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულების მქონე პირებმა 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ საკონტროლო-სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრში შეტანილი სსა-ის მოდელების (გარდა გარე გადახდისა და მონაცემთა აღრიცხვის ერთიან ტერმინალთან ინტეგრირებული სისტემური საკონტროლო-სალარო აპარატებისა და GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური საკონტროლო-სალარო აპარატებისა) რეგისტრაციიდან მოხსნა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით რეგისტრაციიდან მოხსნას დაქვემდებარებული საკონტროლო-სალარო აპარატები 2013 წლის 1 იანვრიდან ჩაითვალოს დაკარგულად, მიენიჭოს დაკარგულის სტატუსი და გავრცელდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქცია.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. გვინდაძე