„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 73
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 17/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.016287
  • Word
73
17/05/2012
ვებგვერდი, 17/05/2012
010130000.22.027.016287
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №73

2012 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 27.07.2011წ., 010130000.22.027.016165) დამტკიცებული წესის 49–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 49. ადგილზე მომსახურება

1. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შენობის გარეთ შეიძლება განხორციელდეს პირის რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის, სამგზავრო დოკუმენტის გაცემასთან, ასევე ციფრული ხელმოწერის და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების შექმნასთან დაკავშირებული ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება (ადგილზე მომსახურება).

2. ადგილზე მომსახურების მოთხოვნით სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული ფორმის განცხადება წარედგინება სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს (გარდა ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ცენტრებისა). განცხადების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს, მიუხედავად იმისა, აღნიშნული პირი წარმოადგენს თუ არა ამ მომსახურების მიმღებ დაინტერესებულ პირს. განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს როგორც წერილობითი ფორმით, ასევე სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული ელექტრონული განცხადების წარდგენის გზით. თუ ადგილზე მომსახურება უნდა განხორციელდეს განცხადების წარდგენის დღეს, ადგილზე მომსახურების საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს განცხადების წარდგენამდე, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში – განცხადების წარდგენის დღეს. ადგილზე მომსახურების საფასურის გადახდის აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ადგილზე მომსახურების გაწევაზე უარის თქმის შესახებ.

3. ადგილზე მომსახურების საფასურის ფარგლებში სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ადგილზე მომსახურებას ახორციელებს ერთი დაინტერესებული პირის ან/და მისი არასრულწლოვანი შვილის/შვილების ან/და იმ ქმედუუნარო პირის მიმართ, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის დაინტერესებული პირი.

4. ადგილზე მომსახურების მოთხოვნით სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ მიღებული განცხადება, ასევე სააგენტოს ინტერნეტგვერდის მეშვეობით წარდგენილი ელექტრონული განცხადება, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების მიზნით შესაძლებელია სამოქმედო ტერიტორიის გათვალისწინებით გადაეგზავნოს ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის შესაბამის ცენტრს. ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ცენტრის მიერ ადგილზე მომსახურების საშუალებით მიღებულ მოთხოვნას იხილავს და წყვეტს ადგილზე მომსახურების მოთხოვნით განცხადების მიმღები ან განცხადების განხილვა/გადაწყვეტაზე უფლებამოსილი ნებისმიერი ტერიტორიული სამსახური.

5. განმცხადებელს ადგილზე მომსახურების მოთხოვნის წარდგენისას გადაეცემა სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული ფორმის სამახსოვრო ბარათი. განმცხადებელი ხელს აწერს სამახსოვრო ბარათის ორივე ნაწილს (ხელმოწერის შესაძლებლობის შემთხვევაში).

6. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ადგილზე მომსახურებას ახორციელებს განცხადებაში მითითებულ ვადაში. განცხადების წარდგენასა და ადგილზე მომსახურების გაწევის ვადას შორის უნდა არსებობდეს გონივრული დროითი შუალედი.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს ვიზიტს დაინტერესებულ პირთან განცხადებაში მითითებულ მისამართზე და შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) დაინტერესებული პირის მიერ ზეპირად ან/და წერილობით მიწოდებული ინფორმაციის ასახვას შესაბამისი მომსახურებისათვის განკუთვნილ განცხადებას/განცხადება-ანკეტის ფორმაში, რომელსაც ხელს აწერს დაინტერესებული პირი (ხელმოწერის შესაძლებლობის შემთხვევაში);

ბ) სამახსოვრო ბარათში დაფიქსირებული მონაცემების გადამოწმების და შესაბამისი მომსახურების მიღების თაობაზე ნების გამოხატვის დადასტურების მიზნით დაინტერესებული პირისათვის სამახსოვრო ბარათის ხელმოსაწერად გადაცემას. დაინტერესებული პირი ხელს აწერს სამახსოვრო ბარათის ორივე ნაწილს (ხელმოწერის შესაძლებლობის შემთხვევაში);

გ) დაინტერესებული პირის მიერ ხელმოწერილი სამახსოვრო ბარათის და შესაბამისი მომსახურების გაწევისათვის აუცილებელი სხვა დოკუმენტების ჩაბარებას;

დ) დაინტერესებული პირისათვის ბიომეტრიული ფოტოსურათის გადაღებას (ასეთის საჭიროების შემთხვევაში);

ე) დაინტერესებული პირის ბიომეტრიული მონაცემების აღება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში);

ვ) დაინტერესებული პირის პირადი ხელმოწერის მიღებას (ასეთის საჭიროების შემთხვევაში);

ზ) დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში დამზადებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის მიტანას განცხადებაში მითითებულ მისამართზე.

8. ადგილზე მომსახურების საშუალებით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის თაობაზე მოთხოვნის განხილვის ვადა აითვლება შესაბამისი მომსახურების გაწევაზე განცხადების/განცხადება-ანკეტის შევსების დღიდან.

9. ადგილზე მომსახურების შემთხვევაში დაინტერესებული პირი არ თავისუფლდება სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ განსახორციელებელი მომსახურებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულებისაგან.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი