დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 72 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/05/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.016286 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №72
2012 წლის 17 მაისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით (სსმ III, 31.01.2006 წ., №13, მუხ. 156) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ4) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის:
ზ4.ა) გაცემის (შეცვლის) შესახებ განცხადების მიღება და განხილვა;
ზ4.ბ) პერსონალიზაცია;
ზ4.გ) დაინტერესებული პირისათვის გადაცემა;“;
2. 21 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მიიღონ განცხადება პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის, პირადობის და მუდმივი ბინადრობის მოწმობის, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის, საინფორმაციო ბარათის, მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის განცხადების წარდგენის დღესვე გაცემის, ასევე ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის და დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემის თაობაზე და გასცენ შესაბამისი დოკუმენტი;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განახორციელონ პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის, ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის პერსონალიზაცია;“;
ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) უზრუნველყონ შესაბამის სამსახურში გამოცხადებული დაინტერესებული პირისათვის მათ მიერ გასაცემი დამზადებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის, ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის, საინფორმაციო ბარათის და მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემა;“;
3. მე–5 მუხლის 35 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„35. სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ტერიტორიული სამსახურები პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის, ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის, ბიომეტრიული მონაცემების შემცველი სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემის/შეცვლის/გაუქმების/მოქმედების შეჩერების უფლებამოსილების განხორციელებისას არ არიან შეზღუდულნი სამოქმედო ტერიტორიით.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები