დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 165 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 16/05/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/05/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.016366 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №165
2012 წლის 1 6 მაისი
ქ. თბილისი
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011 სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016112) დამტკიცებული ინსტრუქციის 99-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თუ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელი ნებართვას იღებს საანგარიშო პერიოდის (კვარტალის) განმავლობაში, მაშინ მოსაკრებლის გადახდის ნიშანი გაიცემა მიმდინარე საანგარიშო კვარტალზე, ხოლო მოსაკრებელი საანგარიშო პერიოდზე გადაიხდება დარჩენილი დღეების პროპორციულად. იმ შემთხვევაში, თუ ამ ნებართვით გათვალისწინებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაც, მაშინ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე საანგარიშო პერიოდზე გადაიხდება დარჩენილი დღეების პროპორციულად.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. გვინდაძე
დოკუმენტის კომენტარები