განჩინება შპს „სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბო“-ს კრედიტორთა პირველი კრების განახლების შესახებ

  • Word
განჩინება შპს „სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბო“-ს კრედიტორთა პირველი კრების განახლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/244-10
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 14/05/2012
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/05/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/244-10
14/05/2012
ვებგვერდი, 17/05/2012
განჩინება შპს „სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბო“-ს კრედიტორთა პირველი კრების განახლების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა პირველი კრების განახლების შესახებ

         2012 წლი14 მაისი

      ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ სისვაძემ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბოს (ს/ 205086413) გაკოტრების საქმესთან მიმართებით კრედიტორთა პირველი კრების განახლების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესის თანახმად , თბილისის საქალაქო სასამართლომ 2010 წლის 20 აპრილს მიიღო განჩინება, რომლითაც მოვალე შპს „სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბოს კრედიტორთა პირველი კრება გადაიდო ამ საგაკოტრებო წარმოების ფარგლებში აძრული დავების განხილვის დასრულებამდე. უნდა ითქვას, რომ კრედიტორთა პირველი კრების გადადების ყველა მიზეზი დღეისათვის აღმოფხვრილია, დასრულდა ყველა იმ დავის განხილვა, სადაც მოვალე მონაწილეობდა მხარედ. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა განახლდეს კრედიტორთა პირველი კრება და ამ კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შემდგომი განხილვა.

სასამართლომ იელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-12, მე-17, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე, 37-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განახლდეს შპს „სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბოს (ს/ნ 205086413) კრედიტორთა პირველი კრება.

2. განახლებული კრედიტორთა პირველი კრების დღის წესრიგად განისაზღვროს:

ა) მოვალის ქონების, მათ შორის, მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მოხსენების მოსმენა და ანალიზი;

ბ) კრედიტორა შეუმოწმებელი მოთხოვნების განხილვა;

გ) გაკოტრების მმართველის არჩევა.

3. განახლებული კრედიტორა პირველი კრება მოწვეული იქნას 2012 წლის პირველ ივნისს 1000 (ათი) საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (მის:                               ქ. თბილისი,დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი 6, სხდომის დარბაზი 23).

4. ამ განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ოფიციალურ ვებგვერდზე უზრუნველყოს მეურვემ – სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ არა უგვიანეს 2012 წლის 22 მაისისა. ამასთან, სსიპ –  აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კრების დღის და დროის შესახებ უშუალოდ შეატყობინოს დღეისათვის ცნობილ ყველა კრედიტორს. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება სასამართლოს დაფაზეც.

5. განჩინების ასლი დაუყოვნებლივ გადაეცეს მეურვე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

6. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გაკოტრების საქმის წარმოების პროცესის მხარეთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.

 

  მოსამართლე                                                 ბ . სისვაძე