დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11224 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 09/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/05/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 09/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016086 |
შემოსავლების სამსახურის
ბრძანება №11224
2011 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე ” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების ” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა -სთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლა -რირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე ” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „ა ” ქვეპუნქტით დამტკიცებული `საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის ” (დანართი №1):
ა) პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების განხორციელების შემთხვევაში, მოწმობა ივსება დათვალიერების შედეგების საფუძველზე. პორტალში საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შეუძლებლობის შემთხვევაში, მოწმობა ივსება წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე და ხორციელდება საქონლის გადაადგილება უახლოეს საგადასახადო ორგანომდე ან კანონმდებლობით დადგენილ სხვა ადგილამდე (არასაგადასახადო ორგანო) დათვალიერების განხორციელების მიზნით. ასეთ შემთხვევაში საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება იდენტიფიკაციის საშუალებების დადებას და მოწმობის D გრაფის ( „გამგზავნი საგადასახადო ორგანოს კონტროლი”) განყოფილებაში „შედეგი” მიეთითება A3. იმ შემთხვევაში, როდესაც ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო მოწმობის D გრაფაში ვერ ხორციელდება აღნიშნული მითითება, გამოწერილ მოწმობაზე დაისმება დამღა – „ექვემდებარება დათვალიერებას ”. ”;
ბ) 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საგადასახადო ორგანოს თანხმობით, საქონლის დათვალიერება შესაძლებელია განხორციელდეს დეკლარანტის (საქონლის მიმღების) ტერიტორიაზე.”;
გ) 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 26. დათვალიერებაზე გადაწყვეტილების მიღება
1. პორტალში საქონლის დათვალიერებაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დათვალიერება შესაძლებელია განხორციელდეს სკანირებით ან სხვა საშუალების გამოყენებით. ამასთან, აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის შემოტანისას, საქონელი თვალიერდება დადგენილი წესის შესაბამისად.
2. გაფორმების დეპარტამენტში საქონლის დათვალიერებაზე გადაწყვეტილება მიიღება დეკლარაციის წითელ დერეფანში მოხვედრის შემთხვევაში. ამასთან, ერთი დეკლარაციით წარდგენილი ერთი დასახელების (სეს ესნ-ის 11-ნიშნა კოდის შესაბამისი) საქონლის დათვალიერება შესაძლებელია განხორციელდეს სკანირებით.
3. საჭიროების შემთხვევაში, დათვალიერების თაობაზე გადაწყვეტილებას, დეკლარაციის წითელ დერეფანში გადაყვანის ფორმით, იღებენ გაფორმების დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე, გეზ-ის უფროსი, უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი ან განყოფილების უფროსი, პორტალის უფროსი ან მისი მოადგილე.”.
2. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსის მოადგილე,
სამსახურის უფროსის მოვალეობის
შემსრულებელი ლ. ბეგიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები