„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 398
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 16/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 30/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010340000.08.002.016507
  • Word
398
16/05/2012
ვებგვერდი, 16/05/2012
010340000.08.002.016507
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №398

2012 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის № 286 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., № 78, მუხ. 555) შეტანილ იქნეს დამატება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრს დაემატოს შემდეგი შინაარსის VIII5 თავი:

,,თავი VIII5

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცენტრალური აპარატის სახელმწიფო თანამდებობები

მუხლი 3016. მთავარი საჯარო თანამდებობა

ა) მინისტრის პირველი მოადგილე;

ბ) მინისტრის მოადგილე.

მუხლი 3017. წამყვანი საჯარო თანამდებობა

ა) მინისტრის აპარატის უფროსი;

ბ) დეპარტამენტის უფროსი;

გ) მთავარი მრჩეველი.

მუხლი 3018. უფროსი საჯარო თანამდებობა

ა) სამმართველოს უფროსი;

ბ) უფროსი მრჩეველი;

გ) მრჩეველი;

დ) მინისტრის თანაშემწე.

მუხლი 3019. უმცროსი საჯარო თანამდებობა

ა) მთავარი სპეციალისტი;

ბ) უფროსი სპეციალისტი;

გ) მინისტრის მოადგილის თანაშემწე;

დ) სპეციალისტი;

ე) დამხმარე მოსამსახურე.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი