დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 397 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 15/05/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/05/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 120090000.08.002.016506 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №397
2012 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის № 111 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., №19, მუხ. 223) შეტანილ იქნეს დამატება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდების მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-4 პუნქტი:
„ 4. ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა შესაძლებელია მოეხსნას საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები