დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 97/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430190000.22.022.016363 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №97/ნ
2012 წლის 1 5 მაისი
ქ. თბილისი
„სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №48/ნ ბრძანებით (ვებგვერდი, 110407029, 07/04/2011, სარეგისტრაციო კოდი 430190000.22.022.016087) დამტკიცებულ „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებში” შეტანილ იქნეს ცვლილება და მე- 4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე გამოვლენილი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები გამოცდებს აბარებენ მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შერჩეულ განვითარების შეფერხების (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის), სენსორული (სმენისა და მხედველობის) დარღვევების მიხედვით სპეციალიზებულ სკოლებში.’’ .
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ . შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები