დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2386 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 09/09/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 43(50), 21/09/1999 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 200.000.000.05.001.000.687 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 24 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1. 64-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „აღნიშნული განაკვეთით იბეგრება აგრეთვე „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელებისას არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორების მიერ მიღებული შემოსავალი.”.
2. 98-ე მუხლის მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
3. 101-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ” ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „აგრეთვე ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრული ხელშეკრულებების ან/და ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად გაცემული ლიცენზიების შესაბამისად ინვესტორებისა და საოპერაციო კომპანიებისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდება.”.
4. 128-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ” ქვეპუნქტი:
„ზ. „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად ნავთობპროდუქტების იმპორტი ან/და მიწოდება.”.
5. 158-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ” ქვეპუნქტი:
„ტ. „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების (საქმიანობის) საწარმოებლად გამოყენებული მიწის ნაკვეთები, თუ ისინი სხვა მიზნით არ გამოიყენება.”.
6. 166-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის “ვ” ქვეპუნქტი:
„ვ. გადაცემა „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების მიხედვით ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად.”.
7. 273-ე მუხლის:
ა) 30-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„30. „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული „არსებული ხელშეკრულებების” განხორციელების შედეგად ნავთობისა და გაზის ოპერაციებით მიღებული მოგება იბეგრება 10%-იანი განაკვეთით, თუ ეს ხელშეკრულებები დადებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის ამოქმედებამდე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის ამოქმედების შემდეგ დადებული, „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ხელშეკრულებების განხორციელების შედეგად ნავთობისა და გაზის ოპერაციებით მიღებული მოგება იბეგრება იმ განაკვეთით, რომელიც მოქმედებდა მათი დადების მომენტისათვის.”;
ბ) 30-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-ე–34-ე ნაწილები:
„31. „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების მიხედვით განხორციელებული გეოლოგიური კვლევების, ბუნებრივი რესურსების მოპოვების მოსამზადებელი სამუშაოებისა და ბურღვის ხარჯები გამოიქვითება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
32. „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციებით (საქმიანობით) მიღებული შემოსავალი ამ კოდექსის 209-ე მუხლით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობისათვის დაწესებული გადასახადით არ იბეგრება.
33. ამ კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის გათვალისწინებით, გადასახადების დადგენილ ვადაში გადახდის უზრუნველსაყოფად, დეკლარაციებისა და სხვა საჭირო დოკუმენტების წარდგენისას, „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შუამდგომლობითა და საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით საგადასახადო ვალდებულებების შესრულება შეიძლება დაეკისროს იმ მხარეს, რომელიც იღებს სახელწიფოს კუთვნილი მოგებული ნავთობისა და გაზის წილს.
34. ამ კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა არ ვრცელდება „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელებისას არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორების მიერ სამუშაოს შესრულებისა და მომსახურების გაწევის დროს.”.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 9 სექტემბერი.
№2386–Iს
დოკუმენტის კომენტარები