დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ. თბილისის მერიის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა პრემირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2006 წლის 14 მარტის №05.11.128 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13.02.448 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 14/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270020000.37.101.016114 |
ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება №13.02.448
2012 წლის 14 მაისი
ქ. თბილისი
„ქ. თბილისის მერიის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა პრემირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2006 წლის 14 მარტის №05.11.128 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე,
ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. „ქ. თბილისის მერიის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა პრემირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2006 წლის 14 მარტის №05.11.128 დადგენილებით (28.03.2006 წ., №66 (1218) მე-6 გვერდი) დამტკიცებულ „ქ. თბილისის მერიის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა პრემირების წესში “ შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე -3 მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ 2. ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების საჯარო მოსამსახურეთა (გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული თანამდებობებისა და მე -3 პუნქტში მითითებული საქალაქო სამსახურებისა ) პრემირებას, კურატორი მერის მოადგილესთან შეთანხმებით, ახორციელებს სამსახურის უფროსი, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.“
ბ) მე -3 მუხლის მე -3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„3. ქ. თბილისის მერიი ს ადმინისტრაციისა და ქ. თბილისის მერის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული საქალაქო სამსახურების საჯარო მოსამსახურეთა (გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული თანამდებობებისა) პრემირებას ახორციელებენ, მერიის ადმინისტრაციის უფროსი და შესაბამისი საქალაქო სამსახურების უფროსები, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (განკარგულების ან ბრძანების ) საფუძველზე.“ .
2. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერი გ . უგულავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები