„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 1 მარტის № 30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 1 მარტის № 30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 70
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 15/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.027.016284
70
15/05/2012
ვებგვერდი, 15/05/2012
010320040.22.027.016284
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 1 მარტის № 30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №70

2012 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 1 მარტის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 1 მარტის №30 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 01/03/2012, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.027.016248) დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კონკურსის ჩატარების წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელმაც მიაღწია 21 წლის ასაკს და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ საქართველოს  კანონმდებლობით  წაყენებულ  მოთხოვნებს. კანდიდატთა ზღვრული ასაკი განისაზღვრება 65 წლით.“

2.  ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი