ტექნიკური რეგლამენტის „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ 2011 წლის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
ტექნიკური რეგლამენტის „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ 2011 წლის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 014
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 14/05/2012
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/05/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 17/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 300160070.55.067.016019
  • Word
014
14/05/2012
ვებგვერდი, 15/05/2012
300160070.55.067.016019
ტექნიკური რეგლამენტის „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ 2011 წლის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №014

2012 წლის 14 მაისი

ქ. ბათუმი

ტექნიკური რეგლამენტის „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ 2011 წლის 001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებსაქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტისქვეპუნქტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის 1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის  მე-2 პუნქტის „ქვეპუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ტექნიკური რეგლამენტის „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 9 აგვისტოს №001 ბრძანებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში – „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესში“ შევიდეს ცვლილება და მე-10 მუხლის მე- 4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. საკლასიფიკაციო საზოგადოებებს, რომლებიც არ არიან საერთაშორისო საკლასიფიკაციო საზოგადოებების ასოციაციის (IACS) წევრები, მიეცეთ უფლება, 2013 წლის 15 თებერვლამდე გასცენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სერტიფიკატები საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ თევზსაჭერ და თევზსარეწ გემებზე.“ .

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თ. იობიძე