„I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 ოქტომბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 ოქტომბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/05/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 330120000.35.107.016090
  • Word
18
07/05/2012
ვებგვერდი, 21/05/2012
330120000.35.107.016090
„I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 ოქტომბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2012 წლის 7 მაისი

აბა ჩხოროწყუ

„I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 ოქტომბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ნორმატიული აქტების შესახებ  საქართველოს კანონის   მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1. შეტანილ იქნ„I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 ოქტომბრის №22 დადგენილებაში შემდეგი ცვლილებ (სსმ ვებ-გვერდი 17.10.2011 წელი,  330120000.35.107.016064):

1. დადგენილების მეორე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგე­ბო­ბა­თა განთავსებისთვის/მშენებლობისთვის მშენებლობის ნებართვის აღება სავალდებულოა (გარდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და ასევე გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრების სამუშაოებისა), თუ ასაშენებელი/დემონტაჟისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა მდებარეობს:

ა) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ დადგენილების №1 დანართით გათვალისწინებულ ზონაში;

ბ) „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული საქართველოს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ორივე მხარეს მიმდებარე 50-მეტრიან ზოლში;

გ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ზონებში შენობა-ნაგებობის მშენებლობა/მონტაჟი აკრძალულია ან შეზღუდულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით);

დ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ „საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების ნუსხის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის №655 ბრძანებულებით განსაზღვრულ კურორტებსა და საკურორტო ადგილებში.“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანომდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                  გ. ლემონჯავა