დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/05/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.112.016083 |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2012 წლის 8 მაისი
ქ. ლანჩხუთი
„ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
მუხლი 1. „ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №11 დადგენილებაში (სსმ 25/08/2010, №16, მუხლი 434, გვ. 119) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების:
1. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობას ასრულებს თანაშემწე, თანაშემწის არყოფნის შემთხვევაში ერთ-ერთი განყოფილების უფროსი საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით.“
2. მესამე თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი III. აპარატის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები“
3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5 აპარატის სტრუქტურული ერთეულები და საჯარო მოსამსახურეები
1. აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საორგანიზაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;
ბ) საოქმო და საქმისწარმოების განყოფილება.
2. აპარატის საჯარო მოსამსახურეებია: თანაშემწე, განყოფილების უფროსი, მთავარი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი და სპეციალისტი, რომელთა მოვალეობანი განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციების შესაბამისად.
3. თანაშემწე ორგანიზაციულად უზრუნველყოფს და საერთო კოორდინაციას უწევს აპარატის გან ყოფილებების მუშაობას.
4. აპარატის განყოფილების უფროსი:
ა) ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული განყოფილების მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს;
ბ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას;
დ) აპრატის უფროსს აბარებს განყოფილების მუშაობის ანგარიშს;
ე) წარმოადგენს განყოფილებას საკუთარი მოვალეობების შესრულებისას, განყოფილების სახელით იძლევა სათანადო დასკვნებს;
ვ) ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსის წინაშე;
ზ) განყოფილების უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მთავარი სპეციალისტი.
5. აპარატის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად.
6. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობის დასაკავებლად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კონკურსს ატარებს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისია.“.
4. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:
„მუხლი 51 . აპარატის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები
1. საორგანიზაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების, აგრეთვე საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება. უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება, საკრებულოს სხდომებზე წესრიგის დაცვა;
ბ) მოამზადოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომებზე სამუშაო გეგმებით განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული შესაბამისი მასალები;
გ) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების, აგრეთვე საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან. ასევე საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს დროებითი საუშაო ჯგუფების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობას;
დ) ორგანიზაციული მომსახურება გაუწიოს საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში;
ე) ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურება გაუწიოს საკრებულოს თანამდებობის პირებს, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის იმ მოსამსახურეებს, მათ შორის, ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით მოწვეულ ექსპერტებსა და სპეციალისტებს, რომლებიც ახორციელებენ საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფებისა და ფრაქციების ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ, ანალიტიკურ და საინფორმაციო მომსახურებას.
2. საოქმო და საქმისწარმოების განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
ა) უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების სხდომის ოქმების წარმოება, სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვა, დამსწრე პირთა რეგისტრაცია, კენჭისყრისას ხმების დათვლა;
ბ) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, მათ აღრიცხვას, სისტემატიზაციას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე რ. ჩიტიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები