წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

  • Word
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/05/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/05/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/11/2012
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.122.016116
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
21
04/05/2012
ვებგვერდი, 17/05/2012
190020020.35.122.016116
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/05/2012 - 26/10/2012)

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №21

2012 წლის 4 მაისი

ქ. წყალტუბო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 326 მუხლის მე -6 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოდაადგინა :

მუხლი 1

განისაზღვროს , წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებისათვის, საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ყოველთვიური ხარჯის ანაზღაურების ოდენობა, დანართის შესაბამისად.

მუხლი 2

დაევალოს საკრებულოს აპარატის უფროსს, ყოველთვიურად, სისტემატიზებული სახით, მოხსენებითი ბარათით, საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგინოს ინფორმაცია, საკრებულოს წევრთა სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის შესახებ, რაზედაც უნდა შემუშავდეს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების პროექტი, საკრებულოს წევრთა ანაზღაურების თაობაზე.

მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე მ. საღარეიშვილი

დანართი

საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით

გაწეული ხარჯის ანაზღაურების ოდენობა

თანამდებობის დასახელება

 

ანაზღაურების ოდენობა (ლარი)

საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის

 

 

1

საკრებულოს თავმჯდომარე

 

250

 

2

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

 

250

3

კომისიის თავმჯდომარე

250

 

4

 

ფრაქციის თავმჯდომარე

 

250

 

5

 

საკრებულოს წევრი

 

250