ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 05 მარტის №9 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ “ ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 05 მარტის №9 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ “ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/05/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.128.016089
  • Word
16
08/05/2012
ვებგვერდი, 18/05/2012
010250040.35.128.016089
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 05 მარტის №9 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ “ ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება 16

2012 წლის 8 მაისი

 დაბა ხარაგაული       

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 5 მარტის №9 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ” ხარაგაულის

მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 05 მარტის №9 დადგენილებაში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 15.03. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

    მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 5 მარტის №9 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ” .    

1. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილების მესამე მუხლის მე-7 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) დასახლებებში ქუჩების დასუფთავება, გარე განათება, სანიაღვრე მეურნეობისა და კანალიზაციის მოწყობა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და განხორციელება ან მათ განხორციელებაზე მუნიციპალური შესყიდვების ორგანიზება; სასაფლაოების მოვლა-პატრონობა”.

2. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილების მე-8  მუხლის მე-3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საკრებულოს სხდომათა დარბაზში ცალ-ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი ადგილი გამგეობის თანამდებობის პირთათვის, აკრედიტებული (რეგისტრირებული) მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებისათვის, საკრებულოში მოწვეული პირებისა და სხდომაზე დასწრების მსურველ პირთათვის” .

    მუხლი 2

 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე      ა. მაჭავარიანი