დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის №3/165 ბრძანების დანართი №1 და №2-ში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/118 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება №3/118
2012 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის №3/165 ბრძანების დანართი №1-სა და №2-ში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2011 წლის 6 დეკემბრის №01-02/380 კორესპონდენციისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
1. ქ. ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის №3/165 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2008 წ., №31 ) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
დანართში შეტანილი რიგითი ნომერი 53 და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო ბარათი №020501006, ნაცვლად „თამარ მეფის დასახლება ”, ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით – „ოდისეი დიმიტრიადის ქ. №1 ”.
2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დაპარტამენტს, ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტის მონაცემების სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქუჩა №7)
ნ. რურუა
დანართი
| კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო ბარათი №020501006 |
|
|
| 1. სახელწოდება – მუზეუმი 2. ადგილმდებარეობა / მისამართი – საქართველო, ქ. ბათუმი, ოდისეი დიმიტრიადის ქ. №1 3. სახეობა – არქიტექტურის 4. თარიღი – XX ს-ის შუა ხანა |
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები