საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 157
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 11/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.025.016073
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
157
11/05/2012
ვებგვერდი, 15/05/2012
010320040.22.025.016073
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/05/2012 - 17/05/2012)

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება 157

201 2 ლის 11 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25 -ე მუხლის და საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის133 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ “ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის თანდართული წესი.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 2 4 ივლისის55 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ხეთაგური

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესი

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.

    მუხლი 2

სტაჟირების გავლის მიზანია მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, მათი პროფესიული განვითარება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

    მუხლი 3

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სტაჟირება – სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ამ წესით რეგულირებადი, აუნაზღაურებადი საქმიანობა;

ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას;

გ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად სამინისტროში შემოტანილი აქვს განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ.

    მუხლი 4

ეს წესი არ ვრცელდება სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე.

თავი II

სტაჟიორის სტატუსი

    მუხლი 5

1. სტაჟიორად უკონკურსოდ ინიშნება შესაბამისი უმაღლესი განათლების მქონე პირი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, თუ მინისტრის მიერ არ იქნა მიღებული სხვა გადაწყვეტილება.

2. დამამთავრებელ კურსად ჩაითვლება სწავლების ბოლო კურსი.

    მუხლი 6

გადაწყვეტილებას კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ იღებს მინისტრი იურიდიული დეპარტამენტის წინადადების საფუძველზე.

    მუხლი 7

კანდიდატმა სამინისტროში უნდა წარადგინოს:

ა) შევსებული განაცხადის ფორმა სტაჟირებაზე (დანართი №1);

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ) ფოტოსურათი;

ე) დიპლომის ასლი (არსებობის შემთხვევაში) ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან დამამთავრებელ კურსზე მისი სწავლების შესახებ.

    მუხლი 8

1. სტაჟირების ვადა განისაზღვრება არა უმეტეს 6 თვით.

2. სტაჟიორის მოთხოვნით და იურიდიული დეპარტამენტის წარდგინებით მინისტრი უფლებამოსილია გააგრძელოს სტაჟირების ვადა 6 თვემდე.

3. სტაჟიორს, სტაჟირების ვადის გავლის შემდეგ, ეძლევა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი ცნობა.

    მუხლი 9

სტაჟიორთა რაოდენობა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში არ უნდა აღემატებოდეს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შტატით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა საერთო რაოდენობის 1/3-ს.

თავი III

სტაჟიორის უფლებები

    მუხლი 10

1. სტაჟიორს უფლება აქვს:

ა) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის თანხმობით, გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) უშუალო ხელმძღვანელის, რომელსაც განსაზღვრავს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი, თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;

გ) გაეცნოს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც ამ სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის სფეროს მიეკუთვნება.

2. სტაჟიორი, სამინისტროს სრტუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მითითებითა და უშუალო ხელმძღვანელის მეთვალყურეობით, ასრულებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეეხება მოცემული სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის საკითხებს.

    მუხლი 11

1. სტაჟიორს უფლება აქვს, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის წინაშე დასვას საკითხი მისი სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის შესახებ.

2. მინისტრი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის რეკომენდაციის საფუძველზე, სტაჟიორის მოსწრებისა და ცოდნის დონის გათვალისწინებით, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის შესახებ.

თავი IV

სტაჟიორის მოვალეობანი

    მუხლი 12

1. სტაჟიორი მოვალეა:

ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით;

ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება შესაბამისად სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ, სადაც იგი გადის სტაჟირებას;

გ) მუდმივი კონტაქტი იქონიოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეებთან.

2. სტაჟიორი ვალდებულია სტაჟირების პერიოდში, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტრურული ქვედანაყოფის უფროსის უშუალო მითითების შემთხვევაში, აწარმოოს პირადი მოსწრების დღიური და მასში ასახოს ჩატარებული სამუშაო თემატიკის ჩვენებით.

3. სტაჟიორი ვალდებულია ყოველდღიურად გამოცხადდეს სამინისტროში, რაზეც კონტროლს ახორციელებს მისი უშუალო ხელმძღვანელი.

4. ხელწერილი სამინისტროს დებულებისა და შინაგანაწესის გაცნობის შესახებ თან ერთვის სტაჟიორის პირად საქმეს.

თავი V

სამინისტროს მოვალეობანი

    მუხლი 13

 სამინისტრო სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.

    მუხლი 14

1. სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ პირადი მოსწრების დღიურის წარმოებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იგი სტაჟიორს პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს და უშუალო ხელმძღვანელთან ერთად აკონტროლებს მათ შესრულებას.

2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ან უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს დავალება და განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია.

    მუხლი 15

 სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ვალდებულია ყოველკვარტალურად და სტაჟირების ვადის გასვლისთანავე მიაწოდოს ინფორმაცია იურიდიულ დეპარტამენტს სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ.

თავი VI

სტაჟირების გავლის სხვა პირობები

    მუხლი 16

1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 სამუშაო დღის განმავლობაში სამინისტროში – შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში – გამოუცხადებლობა;

ბ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;

გ) პირადი განცხადება;

დ) ამ წესის მე-17 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.

2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი იურიდიული დეპარტამენტის წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით.

    მუხლი 17

იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიორი კანონმდებლობით დადგენილი წესით დაინიშნა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში სამინისტროს საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, მას სტაჟირება ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა შესაბამისი ცნობა.

დანართი №1

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

განაცხადი სტაჟირებაზე

1. გვარი, სახელი -------------------------------------------------------------------------------------------------

2. დაბადების ადგილი, თარიღი --------------------------------------------------------------------------------

3. მოქალაქეობა ----------------------------------------------------------------------------------------------------

4. პირადობის მოწმობის ნომერი --------------------------------------------------

5. ოჯახური მდგომარეობა --------------------------------------------------------------------------------------

6. საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი

ელექტრონული ფოსტა, ფაქსი: ---------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

7. განათლება (როდის, რომელი სასწავლებელი დაამთავრეთ)

როდიდან როდემდე სასწავლებელი    ფაკულტეტი

8. ამჟამად სწავლობთ თუ არა, მიუთითეთ სად?

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

9. სპეციალობა, კვალიფიკაცია (დიპლომის მიხედვით)

               სპეციალობა                                           კვალიფიკაცია

10. რომელ უცხო ენებს ფლობთ, ცოდნის დონე:

შეაფასეთ ცოდნის დონე შემდეგი ტერმინებით: სუსტად, საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად.

          ენა                              კითხვა                           მეტყველება                             წერა

11. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

12. რატომ აირჩიეთ სპეციალობა, მოკლედ ჩამოაყალიბეთ თქვენი პროფესიული გეგმები და

მიზნები

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

13. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რომელ სტრუქტურულ ქვედანაყოფში გსურთ სტაჟირების გავლა.

მიუთითეთ ორი სტრუქტურული ქვედანაყოფი პრიორიტეტების მიხედვით.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

14. შრომითი გამოცდილება

ორგანიზაციის დასახელება, ორგანიზაციის მისამართი, დაკავებული თანამდებობა, მუშაობის წლები.

15. მიუთითეთ თქვენი კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ: სად, როდის?

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

16. სამხედრო სამსახურისადმი დამოკიდებულება და სამხედრო წოდება: როდის გაქვთ

მინიჭებული და რომელი ორგანოს – დაწესებულებისგან

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

შევსების თარიღი ---------------------------------------------

ხელმოწერა ---------------------------------------------