დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება– ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 335 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170310.22.034.016098 |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №335
2012 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
„აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებაში და ბრძანების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი ელექტრონული სახით ადგენს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების დამადასტურებელ აქტს, რომელშიც აღინიშნება ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების თარიღი, ვიდეომეთვალყურეობის სისტემების რაოდენობა, მათი ტექნიკური მახასიათებლები და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი უზრუნველყოფს ელექტრონული აქტის ხელმისაწვდომობას აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორისა და შესაბამისი უფლებამოსილი პირებისათვის. ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების ელექტრონული აქტის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს.“
მუხლი 2 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი .მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები