დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 66 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/05/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.016280 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №66
2012 წლის 14 მაისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით (სსმ III, 31.01.2006 წ., №13, მუხ. 156) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) 43 და 44 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“43. სააგენტოს ძველი თბილისის, გლდანი-ნაძალადევის, ვაკის, ისანი-სამგორის, საბურთალოს, ქუთაისის და ბათუმის სამსახურები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ვ1.ბ“, „ზ.ბ“, „ზ1.ბ“, „ზ3.ბ“, „ზ3.გ“ და „ზ4.ბ“ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
44. სააგენტოს ზუგდიდის, თელავის, ოზურგეთის, ფოთის, ახალციხის, მესტიის და რუსთავის სამსახურები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ვ1.ბ“, „ზ.ბ“, „ზ1.ბ“, „ზ3.ბ“, „ზ3.გ“, „ზ4.ბ“ და „ი8“ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.”;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის თბილისის, ქუთაისის და ბათუმის ცენტრები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ1.ბ“, „ვ1.გ“, „ზ.ბ“, „ზ1.ბ“, „ზ3.გ“ (გარდა პირადობის ნეიტრალური მოწმობის პერსონალიზაციისა) და „ზ4.ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით ასევე „ი8“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“.
2. მე–5 მუხლის 34 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„34. ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი 8 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას, სააგენტოს ძველი თბილისის, გლდანი-ნაძალადევის, ვაკის, ისანი-სამგორის, საბურთალოს სამსახურების და ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის თბილისის ცენტრის სამოქმედო ტერიტორიაა ქ. თბილისის (თვითმმართველი ქალაქის) და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორია. სააგენტოს ქუთაისის სამსახურის და ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ქუთაისის ცენტრის სამოქმედო ტერიტორიაა ქ. ქუთაისის (თვითმმართველი ქალაქის) ტერიტორია, ხოლო ბათუმის სამსახურის და ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ბათუმის ცენტრის სამოქმედო ტერიტორიაა ქ. ბათუმის (თვითმმართველი ქალაქის) ტერიტორია. სააგენტოს ძველი თბილისის, ქუთაისის და ბათუმის სამსახურები ასევე უფლებამოსილნი არიან ადგილზე მომსახურების მიზნით განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე მიიღონ განაცხადი იმ მომსახურების განხორციელებაზე, რომელიც არ განეკუთვნება მათ სამოქმედო ტერიტორიაზე განსახორციელებელ მომსახურებას.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები