დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 13 ოქტომბრის №187 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 63 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/05/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320020.22.027.016277 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება № 63
2012 წლის 1 4 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 13 ოქტომბრის №187 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 13 ოქტომბრის №187 ბრძანებით (სსმ, №132, 13/10/2010 წ., მუხ. 1916) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – „სმართ-ლოჯიქის“ და სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება.“.
2. მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) კანონდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – „სმართ-ლოჯიქის“ და სტრატეგიული განვითარების სააგენტოს საბიუჯეტო პროცესის მართვა, ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილება და ბიუჯეტის ანგარიშგება, საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება, შესაბამისი გადარიცხვების წარმოება და ბალანსის შედგენა, დაწესებულების ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით სახელმწიფო შესყიდვებს და შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების კონტროლი, აგრეთვე მისი მატერიალურ-ტექნიკური საკითხების კოორდინაცია.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები