“მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
“მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2376
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/09/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 43(50), 21/09/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 010.110.020.05.001.000.683
  • Word
2376
09/09/1999
სსმ, 43(50), 21/09/1999
010.110.020.05.001.000.683
“მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24(31), 1999 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩაითვალოს მე-3 პუნქტად, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. თუ მაღალმთიანი რეგიონი მდებარეობს 1500 მეტრის ზევით და მის ტერიტორიაზე გადის მაგისტრალური გაზსადენი, ამ რეგიონის მოსახლეობის მიერ საყოფაცხოვრებო და სამეურნეო დანიშნულებით მოხმარებული ბუნებრივი გაზის სუბსიდირება განხორციელდეს ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯზე.“.

2. კანონის დანართში:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლების ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი სოფლები: „აჟარა“, „კოდორი“, „ჩხალთა“ და ჩამონათვალი შესაბამისად გადაინომროს;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლების ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი სოფლები: „ახალდაბა“, „ახალი უბანი“, „ახალშენი“, „ბაკო“, „ბოღაური“, „გვარა“, „გოგიაშვილები“, „გოგინიძეები“, „გოდგაძეები“, „გუდასახო“, „დაბაძველი“, „დიაკონიძეები“, „დუაძეები“, „ელელიძეები“, „ვაშაყმაძეები“, „ვაშლოვანი“, „ვერნები“, „ზედა კირნათი“, „ზედა ქოქოლეთი“, „თხილვანა“, „იაკობიძეები“, „კობალეთი“, „ლაბაძეები“, „მარადიდი“, „მახალაკაური“, „მეკეიძეები“, „ნიგაზაული“, „ოლადაური“, „ოქროპილაური“, „ოშანახევი“, „სინდიეთი“, „სკურდიდი“, „სხანდარა“, „ტაკიძეები“ (დანდალოს თემი), „ტაკიძეები“ (ჭვანის თემი), „ტომაშეთი“, „ქვედა“, ქვედა ჩხუტანეთი“, „ქედქედი“, „ქვემო თხილვანა“, „ღორჯომელაძეები“, „ღორჯომი“, „ყინჩაური“, „ყიშლა“, „შუშანეთი“, „შურმული“, „ჩეტკიძეები“, „ცხემლნარა“, „ძაბლავეთი“, „ჭერი“, „ჯვარიეთი“ და ჩამონათვალი შესაბამისად გადაინომროს;

გ) ადიგენის რაიონის სოფლების ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი სოფლები: „აბასთუმანი“, „ადიგენი“, „არზნი“, „ბენარა“, „ბოლაჯური“, „გორგული“, „დიდი სმადა“, „ვარხანი“, „ზანავი“, „ზემო ენთელი“, „იჯარეთი“, „კახარეთი“, „მლაშე“, „ნაქურდევი“, „პატარა ზანავი“, „პატარა სმადა“, „სამყრე“, „სამყური“, „უტყისუბანი“, „ფლატე“, „უნწა“, „ქვემო ენთელი“, „იქინეთი“, „შოლავერი“, „წარბსთუბანი“, „წახანი“, „წახანწყარო“, „წრე“, „ჩორჩანი“, „ხარჯამი“, „ხევაშენი“ და ჩამონათვალი შესაბამისად გადაინომროს;

დ) ახალციხის რაიონის სოფლების ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი სოფლები: „ზილიკია“, „მუგარეთი“, „მუსხი“, „ნაოხრები“, „საძელი“, „საყუნეთი“, „ფერსა“, „ყულალისი“, „წინუბანი“ და ჩამონათვალი შესაბამისად გადაინომროს;

ე) ბორჯომის რაიონის სოფლების ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი სოფლები: „თორი“, „კიმოთისუბანი“, „ლიბანი“, „მზეთამზე“, „სადგერი“ და ჩამონათვალი შესაბამისად გადაინომროს;

ვ) ბორჯომის რაიონის სოფლების ჩამონათვალის შემდეგ დაემატოს შემდეგი ტექსტი:

„გურჯაანის რაიონი – 1000 მეტრის ზევით

ჭერემი.“;

ზ) დმანისის რაიონის სოფლების ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი სოფლები: „ახა“, „განახლება“, „გუგუთი“, „გორა“, „დაგ-არახლო“, „ველისპირი“, „კამიშლო“, „ლოქ-ჭანდარი“, „მამულო“, „სალან-ალეიქი“, „საკირე“, „სარკინეთი“, „ტყისპირი“, „უსეინ-ქენდი“ და ჩამონათვალი შესაბამისად გადაინომროს;

თ) დუშეთის რაიონის სოფლების ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი სოფლები: „ახატანი“, „გრემისხევი“, „დავათი“, „ზემო არანისი“ და ჩამონათვალი შესაბამისად გადაინომროს;

ი) თეთრიწყაროს რაიონის სოფლების ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი სოფლები: „მოხისი“, „უგუდეთი“, „ჯვრისხევი“ და ჩამონათვალი შესაბამისად გადაინომროს;

კ) თელავის რაიონის სოფლების ჩამონათვალის სათაურში რიცხვი „1000“ შეიცვალოს რიცხვით „1500“;

ლ) თიანეთის რაიონის სოფლების ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი სოფლები: „ბეწენწური“, „ბალებისხევი“, „ბადაანი“, „გუდანელები“, „გოჯიაანები“, „გორანა“, „დულუზაურები“, „დევენაანთხევი“, „დორეულები“, „ვეძათხევი“, „ზემო ნაქალაქარი“, „ზემო კვერნაული“, „ზურაბები“, „თეგერაანები“, „თოლენჯი“, „კახოიანები“, „კომუნა“, „მელიასხევი“, „მგელიაანები“, „მაგრანეთი“, „ნადოკრა“, „ომარაულები“, „ორხევი“, „საჯინიბო“, „საყდრიონი“, „სიონთგორი“, „სიონი“ და ჩამონათვალი შესაბამისად გადაინომროს;

მ) თიანეთის რაიონის სოფლების ჩამონათვალის შემდეგ დაემატოს შემდეგი ტექსტი:

„კასპის რაიონი – 1300 მეტრის ზევით

1. გარგალი

2. ზემო გოსტიბე

3. ქვემო გოსტიბე

4. ცხავერი.”;

ნ) მესტიის რაიონის სოფლების ჩამონათვალში სიტყვა „ჯორულდი“ შეიცვალოს სიტყვით „ჭოხულდი“, სიტყვა „ჭელერი“ – სიტყვით „ჭელირი“, სიტყვა „კვანჭიანი“ – სიტყვით „კვანჭიანარი“, სიტყვა „ლუხუშდი“ – სიტყვით „ლახუშდი“, სიტყვა „ლალჰილი“ – სიტყვით „ლაჰილი“, სიტყვა „ლელმაგი“ – სიტყვით „ლელბაგი“, სიტყვა „სილიანარი“ – სიტყვით „სიდიანარი“, სიტყვა „ლაშხვერი“ – სიტყვით „ლაშთხვერი“, სიტყვა „არცხილი“ – სიტყვით „არცხელი“, სიტყვა „ლაბსყილდი“ – სიტყვით „ლაბსყალდი“, სიტყვა „ღვებელდი“ – სიტყვით „ღვებალდი“, სიტყვა „გურიში“ – სიტყვით „სგურიში“, სიტყვა „ლუჰა“ – სიტყვით „ლუხი“, სიტყვა „სკორბეთი“ – სიტყვით „სკორმეთი“, ხოლო სიტყვა „ნახვრი“ – სიტყვით „ლანხვრი“; ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი სოფლები: „დაბა მესტია“, „ზემო მარღი“, „ლალხორი“, „ლალტენი“, „ლეკულმახი“, „სვიფი“, „ტიტა“, „ჰეშკილი“ და ჩამონათვალი შესაბამისად გადაინომროს;

ო) ოზურგეთის რაიონის სოფლების ჩამონათვალს დაემატოს სოფელი „ვაკიჯვარი“და ჩამონათვალი შესაბამისად გადაინომროს;

პ) ჩოხატაურის რაიონის სოფლების ჩამონათვალიდან ამოღებულ იქნეს სოფელი „სურები“; ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი სოფლები: „დიდივანი“, „ზემოსურები“, „შუასურები“ და ჩამონათვალი შესაბამისად გადაინომროს;

ჟ) ჭიათურის რაიონის სოფლების ჩამონათვალში სიტყვა „გუნდაეთი“ შეიცვალოს სიტყვით „მორძგვეთი“; ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი სოფლები: „ბიღა“, „ბუნიკაური“, „დარკვეთი“, „ზედუბანი“, „ზედარგანი“, „თაბაგრები“, „თვალუეთი“, „კალაური“, „კვახაჯელეთი“, „მელუშეეთი“, „ნავარძეთი“, „სალიეთი“, „სკინდორი“, „ხალიფაური“, „ცხრუკვეთი“, „ღვითორი“, „წასრი“, „წყალშავი“, „შუქრუთი“, „ჭილოვანი“, „ჯოლხეეთი“ და ჩამონათვალი შესაბამისად გადაინომროს.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამ კანონის I მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 9 სექტემბერი.

№2376–Iს