„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 10981
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 07/12/2011
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/05/2012
ძალაში შესვლის თარიღი 07/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016083
  • Word
10981
07/12/2011
ვებგვერდი, 14/05/2012
000000000.00.00.016083
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების ამსახურის უფროსის

ბრძანება № 10981

2011 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის 2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის 303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის 2724 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი 1) მე-2 მუხლის:

 ა) მე-12 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალების და მისაბმელის (ნახევარმისაბმელი) სახელმწიფო სანომრე ნიშნები;“;

ბ) მე-14 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) პირველ ნაწილში მიეთითება სარეგისტრაციო მონაცემი (ავტოტრანსპორტის მარკა, მოდელი, საზღვაო, საჰაერო ხომალდის დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის, ბორტის ნომერი) (არ მიეთითება სარკინიგზო ვაგონის ნომერი);“.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 7 დეკემბრიდან.

ჯ. ებანოიძე