„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 96/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 11/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016362
  • Word
96/ნ
11/05/2012
ვებგვერდი, 14/05/2012
430010000.22.022.016362
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №96/

2012 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 210211, 21/02/2011, სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016055) დამტკიცებულ:

1. „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში“  შეტანილ იქნეს  ცვლილება და:

ა) მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა განხორციელდეს 2015 -2016 სასწავლო წლის დასაწყისიდან.“;

ბ) მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

6. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აფხაზურენოვანი აბიტურიენტის მიღების მიზნით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის:

ა) 2015-2016 სასწავლო წლის დაწყებამდე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდის რუსულ ენაზე და აფხაზური ენის გამოცდის ჩაბარება;

ბ) ამ პუნქტის ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების ტესტირება, ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული საკითხების (მაქსიმალური ქულის განსაზღვრა და სხვა) დადგენა, ტესტირების შედეგების გასაჩივრება ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით;

გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აბიტურიენტების მიღებას აცხადებს:

გ.ა) 2012-2013 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში. ამ პუნქტით დადგენილ ვადაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგენს ანკეტას, რომელიც ამოწმებს ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორეს და გადამოწმების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 2 დღისა, დამოწმებულ ანკეტას აგზავნის ცენტრში. ცენტრი ანკეტაში გათვალისწინებულ კომპიუტერულად დამუშავებულ ელექტრონულ ინფორმაციას განათავსებს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე;

გ.ბ) 2013-2014 და 2014-2015 სასწავლო წლების ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 51 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია გამოაცხადოს ადგილები ამ დებულების მე-13 მუხლით დადგენილი პროცედურებისა და განსაზღვრული ვადების შესაბამისად ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების რუსულენოვანი და აფხაზურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე აფხაზურენოვანი აბიტურიენტებისთვის;

   დ) დაინტერესებული პირების რეგისტრაცია ხორციელდება:

დ.ა) 2012-2013 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურებისა და განსაზღვრული ვადების შესაბამისად;

დ.ბ) 2012-2013 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ამ დებულების მე-15 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

ე) აბიტურიენტის განაწილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ხორციელდება მის მიერ ზოგადი უნარებისა და აფხაზური ენის გამოცდებში მიღებული სკალირებული ქულებ ის ჯამისა და აბიტურიენტის მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალის საფუძველზე.“.

2. „სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ :

ა) მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც დებულების მე-15 მუხლით გათვალისწინებული წესით ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციას გაივლის, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე ან ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩატარების წლის 20 ივნისამდე განაცხადებს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება სურს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ცენტრში წარადგენს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტებს .“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ.  შაშკინი