დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების გაცემის წესისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 30 აგვისტოს №772 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 95/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/05/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016361 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №95/ნ
2012 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
„ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების გაცემის წესისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 30 აგვისტოს №772 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე , ვბრძანებ:
მუხლი 1. „ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების გაცემის წესისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 30 აგვისტოს №772 ბრძანებაში (სსმ, № 126, 06/09/2007; სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.010.810) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს „ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დანართი 1-ის შესაბამისად.” ;
ბ) პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 1 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 1-ის შესაბამისად ;
გ) მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი 2 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ . შაშკინი
დანართი 1
ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. წინამდებარე წესი აწესრიგებს ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტის გაცემის, კონკურსის გამართვისა და საგრანტო პროექტების (შემდგომში – პროექტი) განხორციელების მონიტორინგის წესს.
2. ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტის გაცემის მიზანია, ხელი შეუწყოს მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას, მათ პროფესიულ წინსვლასა და საერთაშორისო სამეცნიერო ცხოვრებაში აქტიურად ჩართვას.
3. ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტის გაცემის ამოცანაა ღია კონკურსის გზით დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე დასაფინანსებლად შერჩეული და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დამტკიცებული პროექტების ფინანსური უზრუნველყოფა.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გრანტი – კონკურსის წესით, დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასების საფუძველზე შერჩეულ პროექტებზე, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე , ახალგაზრდა მეცნიერთათვის გადაცემული პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტი ;
ბ) ფონდი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი;
გ) სამეცნიერო საბჭო – ფონდის მართვის ორგანო, რომლის ფუნქციებში შედის ექსპერტების შეფასების საფუძველზე დასაფინანსებელი პროექტების გამოვლენა;
დ) გრანტის მიმღები – კონკურსში გამარჯვებული და დაფინანსებული პირი ;
ე) საკონკურსო დოკუმენტაცია – ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელთა წარმოდგენა აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად;
ვ) მიზნობრივი ანგარიში – გრანტის მიმღებისათვის საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული მიმდინარე საბანკო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა;
ზ) პროექტის ბიუჯეტი – პროექტის განხორციელებისათვის საჭირო საგრანტო დაფინანსების დაჯგუფება, ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შინაარსის და არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციის სახეების მიხედვით;
თ) ტრანში – პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული, კონკრეტული საანგარიშო პერიოდისთვის გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები;
ი) საანგარიშო პერიოდი – პროექტის განხორციელების 6 -თვიანი მონაკვეთები, რომელთა მიხედვით გაწერილია პროექტის ამოცანები და მოითხოვება ანგარიშგება;
კ) პროექტი – საკონკურსოდ წარმოდგენილი კვლევის აღწერა ფონდის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად.
მუხლი 3. საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება
ფონდი უზრუნველყოფს:
ა) კონკურსის გამოცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) კონკურსის ჩატარების წესისა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას, აგრეთვე საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშის ფორმების დამტკიცებას;
გ ) ექსპერტთა მიერ პროექტების შეფასები სთვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას;
დ) ექსპერტებისაგან მიღებულ შეფასებებზე დაყრდნობით დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენას და დასა მტკიცებლად საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენას ;
ე ) გამარჯვებული პროექტების დაფინანსებას და მათი განხორციელების მონიტორინგს დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 4. სუბიექტები
კონკურსში მონაწილეობისათვის ფონდში პროექტის შეტანა შეუძლია:
ა) პირს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და რომელსაც კონკურსის გამოცხადებისათვის არ შესრულებია 30 წელი, კონკურსის გამოცხადებიდან ბოლო 3 წელიწადში მინიჭებული აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიურ ხარისხი და კონკურსის გამოცხადების მომენტში დასაქმებულია საქართველოში (შემდგომში – მაგისტრი );
ბ) პირს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და რომელსაც კონკურსის გამოცხადებისათვის არ შესრულებია 30 წელი, სწავლობს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე (შემდგომში – დოქტორანტი);
გ) პირს , რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და რომელსაც კონკურსის გამოცხადებისათვის არ შესრულებია 35 წელი, კონკურსის გამოცხადებიდან ბოლო 6 წელიწადში მინიჭებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიურ ხარისხი და კონკურსის გამოცხადების მომენტში დასაქმებულია საქართველოში (შემდგომში – დოქტორი ).
მუხლი 5. საკონკურსო პირობები
1. ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების (შემდგომში – გრანტი) კონკურსი მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს:
ა) ქართველოლოგიური მეცნიერებები;
ბ) ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებები;
გ) საინჟინრო მეცნიერებები, მაღალტექნოლოგიური მასალები;
დ) საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტელეკომუნიკაციები;
ე) მათემატიკური მეცნიერებები;
ვ) ფიზიკური და ქიმიური მეცნიერებები;
ზ) სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;
თ) სამედიცინო მეცნიერებები;
ი) დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო;
კ) აგრარული მეცნიერებები.
2. საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 12 თვეს.
3. პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 12 000 ლარს – მაგისტრებისა და დოქტორანტებისათვის, ხოლო 15 000 ლარს დოქტორებისათვის.
4. ერთი და იგივე პირი ერთსა და იმავე წელს კონკურსში ვერ შემოიტანს ერთზე მეტ პროექტს.
5. ერთი და იგივე პირი ზედიზედ ორ ჯერზე მეტად ვერ იქნება კონკურსში გამარჯვებული.
6. პროექტი შესაძლებელია ითვალისწინებდეს სამეცნიერო მივლინებას შესაბამისი სამეცნიერო დარგის საზღვარგარეთის რომელიმე წამყვან კვლევით ცენტრ(ებ)ში.
7. პროექტის საგრანტო დაფინანსება ხორციელდება ექვსთვიანი ტრანშებით საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით.
8. გრანტის თანხები გადაირიცხება გრანტის მიმღების მიზნობრივ ანგარიშზე. პირველი ტრანში, ავანსის სახით , გაიცემა საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. პირველი ტრანშის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 70%-ს. მეორე ტრანში გრანტის მიმღებს გადაერიცხება პირველი საანგარიშო პერიოდის შესახებ ფონდში წარდგენილი ანგარიშების განხილვის საფუძველზე.
9. პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის სახსრებით შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება გრანტის მიმღებს.
10. ახალგაზრდა მეცნიერთათვის საქართველოს პრეზიდენტის სამეცნიერო საგრანტო კონკურსები შეიძლება გამოცხადდეს მხოლოდ ფიზიკური პირებისათვის. პროექტი ფიზიკური პირის მიერ შესაძლებელია განხორციელდეს დამოუკიდებლად ან იმ საჯარო სამართლის და კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბაზაზე , რომელთა წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, აგრეთვე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საქართველოს საპატრიარქოს ბაზაზე.
11. პროექტში შესაძლებელია ჩართული იყოს დამხმარე პერსონალი, რომლის აკადემიური კვალიფიკაცია/სტატუსი არ აღემატება აპლიკანტისას.
მუხლი 6. პროექტის ბიუჯეტი
1. პროექტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებდეს როგორც ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის, ასევე არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციის შემდეგ მუხლებს:
ა) შრომის ანაზღაურება – აღნიშნული კატეგორია გულისხმობს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გრანტის მიმღების შრომის ანაზღაურებას საგრანტო დაფინანსების სახით და დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურებას ;
ბ) საქონელი და მომსახურება – აღნიშნული კატეგორია გულისხმობს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო, „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანების საქონლის და მომსახურების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლით გათვალისწინებული ხარჯების გაწევას. აღნიშნული მუხლი შესაძლებელია ითვალისწინებდეს უძრავი ქონების იჯარის ხარჯებს მხოლოდ საბაზო ორგანიზაციასთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული მუხლი არ უნდა ითვალისწინებდეს მივლინების ხარჯებს ;
გ) მივლინება – აღნიშნული კატეგორია მოიცავს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მივლინების დროს მგზავრობის, საცხოვრებელი ადგილის და დღიური ნორმის ხარჯებს („დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების შესაბამისად). ასევე ქვეყნის გარეთ მივლინებული პირის სავალდებულო დაზღვევის და ვიზის გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ;
დ) არაფინანასური აქტივები – აღნიშნული კატეგორია გულისხმობს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანებით, „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ არაფინანსური აქტივების კლასიფიკაციის მუხლით გათვალისწინებული ოპერაციების გაწევას.
2. შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს პროექტის მთლიანი ბიუჯეტის 70%- ს.
3. გრანტის თანხებით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა, შენობა -ნაგებობის კაპიტალური რემონტი/რეკონსტრუქცია და ავტომანქანის შეძენა.
მუხლი 7. კონკურსის ეტაპები
კონკურსის ძირითადი ეტაპებია:
ა) კონკურსის გამოცხადება;
ბ) პროექტების ფონდში წარდგენა;
გ) პროექტების შეფასება დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ;
დ) დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე დასაფინანსებელი პროექტების სამეცნიერო საბჭოს მიერ გამოვლენა და საქართველოს პრეზიდენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ე) გამარჯვებულ კონკურსანტებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.
მუხლი 8. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა
1. ფონდში საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და ვადების დაცვით. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება.
2. დოკუმენტაციის ფონდში წარდგენისას შესაძლებელია მიეთითოს არა უმეტეს სამი არასასურველი ექსპერტისა, რომელთაც შესაფასებლად წარმოდგენილი პროექტი არ გაეგზავნება.
3. ფონდი უფლებამოსილია კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას.
მუხლი 9. პროექტის შეფასება
1. კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი რეგისტრირებული პროექტები შესაფასებლად გადაეცემა დამოუკიდებელ ექსპერტებს. პროექტის შეფასება უნდა განახორციელოს სულ ცოტა ორმა ექსპერტმა. ფონდს შეფასების შედეგი წარედგინება მის მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად.
2. ექსპერტებისაგან მიღებული შეფასებების საფუძველზე, პროექტის საბოლოო შეფასება გამოიანგარიშება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.
3. პროექტის შეფასება ხორციელდება ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული პროექტის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
4. ექსპერტების შეფასებების საფუძველზე ფონდი ადგენს პროექტების რანჟირებულ ნუსხას ცალკე ამ წესის მე-4 მუხლის ,,ა” და ,,ბ” პუნქტებით განსაზღვრული პირებისათვის და ცალკე ,,გ” პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის. ფონდი ორივე რანჟირებულ ნუსხას დასაფინანსებელი კონკურსანტების გამოსავლენად წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს. სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია, განსაზღვროს საკონკურსოდ გამოყოფილი თანხის განაწილება ცალკე ამ დებულების მე-4 მუხლის ,,ა” და ,,ბ” პუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის და ცალკე ,,გ” პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის და მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამეცნიერო მიმართულებებისათვის.
5. ექსპერტთა ვინაობა კონფიდენციალურია.
6. კონკურსის შედეგების გამოცხადების შემდეგ, კონკურსანტის მოთხოვნის შემთხვევაში, ფონდი მას გააცნობს მისი პროექტის შესახებ ექსპერტთა მიერ გაკეთებულ დასკვნებს.
მუხლი 10. ინტერესთა კონფლიქტი
1. დაუშვებელია ექსპერტი იყოს პირი, რომელიც არის ამავე კონკურსის მონაწილე.
2 . არ შეიძლება პროექტების დამტკიცების პროცესში მონაწილეობდეს სამეცნიერო საბჭოს ის წევრი, ან იყოს ექსპერტი პირი:
ა) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია კონკურსანტთან ან მონაწილეობდა მასთან ერთსა და იმავე სამეცნიერო -კვლევით პროექტში;
ბ) რომელმაც შესაძლოა უშუალოდ მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში;
გ) რომელსაც აქვს პროექტის თემატიკის ან კვლევის მეთოდიკის შესახებ პროექტის ავტორისაგან ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიცია;
დ ) რომელიც თვითონ არის დაინტერესებული მხარე პროექტში ; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის ნათესავია; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია; შრომით ურთიერთობაშია პროექტში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან.
3 . ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;
დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
4 . სამეცნიერო საბჭოს წევრი და ექსპერტი ვალდებულია სამეცნიერო საბჭოს/ფონდის გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ.
5. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია ექსპერტის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს ექსპერტის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმების შესახებ.
მუხლი 11. საგრანტო ხელშეკრულება
1. ფონდი უზრუნველყოფს გამარჯვებულ კონკურსანტებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმებას.
2. პროექტის ფარგლებში შექმნილი გამოგონების დაპატენტების უფლება ეკუთვნის ფონდსა და გრანტის მიმღებს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც , თუ აღნიშნულ გამოგონებას დააპატენტებს გრანტის მიმღები, ფონდს წარმოეშობა , პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებები. პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების გამოყენებიდან მიღებული მოგების პროცენტულობა განისაზღვრება , შემდეგნაირად: 50% – გრანტის გამცემს და 50 % – გრანტის მიმღებს. აღნიშნულთან დაკავშირებით გრანტის გამცემსა და გრანტის მიმღებს შორის წარმოშობილი ურთიერთობები დარეგულირდება პატენტის მიღების შემდგომ გასაფორმებელ ხელშეკრულებაში.
3. გრანტის მიმღებს ეკრძალება პროექტის ფარგლებში შექმნილ ნაწარმოებზე არსებული განსაკუთრებული უფლებების მთლიანად ან ნაწილობრივ ნებისმიერი ფორმით გადაცემა მესამე პირისათვის ნაწარმოების შექმნიდან 5 წლის განმავლობაში ფონდის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე (ტერმინი „ნაწარმოები“ აქ გულისხმობს წიგნს, ბროშურას, კომპიუტერულ პროგრამას, რუკას, გეგმას, ესკიზს, ილუსტრაციას, თარგმანს, კრებულს, ენციკლოპედიას, ანთოლოგიას, მონაცემთა ბაზას და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა სახის ნაშრომებს).
მუხლი 12. პროექტის შესრულების მონიტორინგი
1. საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტრანშებს ფონდი გადარიცხავს ავანსის სახით და ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მინიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მინიტორინგს.
2. ფინანსური მინიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ბიუჯეტთან.
3. პროგრამული მინიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულებით დაგეგმილი ამოცანების შესრულების დამადასტურებელი ანგარიშის შემოწმებას .
4. ფონდის მიერ მინიტორინგის განხორციელებისას:
ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ბიუჯეტის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას;
ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება მიზნობრივ ანგარიშზე დაბრუნებას;
გ) გადახარჯვად ჩაითვლება – საანგარიშო პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ბიუჯეტის კონკრეტული მუხლებ ით გათვალისწინებული ხარჯების გაწევა სხვა მუხლებში არსებული რესურსით, იმ შემთხვევაში თუ გადახარჯულ მუხლში მომავალი ტრანშით ჩასარიცხი თანხა აღემატება ან ტოლია სხვა მუხლიდან გადახარჯული მუხლით გათვალისწინებული ხარჯებისათვის გამოყენებული რესურსი ს, გადახარჯვა არ ჩაითვლება ხარვეზად და არ წარმოადგენს პროექტის შეჩერების საფუძველს ;
დ) ნაშთად ჩაითვლება – საანგარიშო პერიოდში გაუხარჯავი რესურსი, რომელიც შესაძლოა გაიხარჯოს მომდევნო კვარტალებში.
5 . პროექტის შეჩერება ან/და შეწყვე ტა ხორციელდება „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
6 . საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში პროექტის ფარგლებში შეძენილი ქონება გადაეცემა ფონდს საკუთრებაში.
7. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ პროექტის ფარგლებში ავანსად გადარიცხულ ორივე ტრანშზე, პროექტის დახურვის მომენტში წარმოდგენილია შუალედური და საბოლოო ანგარიშები და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.
დანართი 2
საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები
|
| კრიტერიუმების დასახელება | ქულების დიაპაზონი | შეფასება | კომენტარი | ||
| სუსტი | საშუალო | კარგი |
|
| ||
| 1 | პრობლემის აქტუალურობა და კვლევის სიახლე | 1-8 | 9-13 | 14-17 |
|
|
| 2 | რამდენად მკაფიოდ არის აღწერილი საგრანტო პროექტის მიზნები, განსახორციელებელი ამოცანები მოსალოდნელი შედეგები | 1-8 | 9-13 | 14-17 |
|
|
| 3 | რამდენად აქვს ახალგაზრდა მეცნიერს სათანადო პროფესიული განათლება და კვალიფიკაცია საგრანტო პროექტით დასახული კვლევის ეფექტიანად წარმართვისათვის | 1-12 | 13-19 | 20-23 |
|
|
| 4 | რამდენად შეუწყობს ხელს საგრანტო პროექტის განხორციელება ახალგაზრდა მეცნიერის პროფესიულ წინსვლას | 1-14 | 15-21 | 22-25 |
|
|
| 5 | რამდენად ოპტიმალურად არის საგრანტო პროექტში დაგეგმილი დროითი, ადამიანური, ტექნიკური რესურსების გამოყენება | 1-9 | 10-14 | 15-18 |
|
|
|
| სულ |
|
|
| ||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები