ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

  • Word
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/05/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 05/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.117.016115
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
31
08/05/2012
ვებგვერდი, 16/05/2012
200140030.35.117.016115
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/05/2012 - 28/02/2013)

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2012 წლის 8 მაისი

ქ. ამბროლაური

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.

 დადგინდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1).

 მუხლი 2.

 დამტკიცდეს ქ. ამბროლაურის ტერიტორიის ზონირება (დანართი №2).

 

 მუხლი 3.

 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასისა და წლიური საიჯარო ქირის დადგენის შესახებ” ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 29 ნოემბრის №47 დადგენილება.

 

 მუხლი 4.

 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე კ. ფარჯანაძე

                                                                                                                              დანართი №1

 ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1. ქ. ამბროლაურში სახელმწიფო და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქ. ამბროლაურის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

 C=IMG X ITL X C X K, სადაც:

ა) C არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG არის ქ. ამბროლაურის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,32-ს;

გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის ქ. ამბროლაურის ცენტრალური ზონისთვის 1,1–ს; ქ.ამბროლაურის შუალედური ზონისთვის–1–ს; ქ. ამბროლაურის პერიფერიული ზონისთვის–0,9–ს;

დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომელიც უდრის ქ. ამბროლაურის ცენტრალური ზონისათვის 189–ს, ქ. ამბროლაურის შუალედური ზონისათვის–130–ს და ქ. ამბროლაურის პერიფერიული ზონისათვის–101–ს.

 2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ამბროლაურის ცენტრალურ ზონაში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

C (ლარი)

0,32

1,1

0,24

189

15,97

3. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ამბროლაურის შუალედურ ზონაში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

C (ლარი)

0,32

1

0,24

130

9,98

4. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ამბროლაურის პერიფერიულ ზონაში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

C (ლარი)

0,32

0,9

0,24

101

6,98

 

5. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ამბროლაურის შუალედურ ზონაში დადგენილი ფასის 30%–ის ოდენობით და იგი შეადგენს 2,99 ლარს.

6. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ამბროლაურის შუალედურ ზონაში დადგენილი ფასის 25%–ის ოდენობით და იგი შეადგენს 2,49 ლარს.

7. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ. ამბროლაურის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი განისაზღვროს 4,99 ლარით.

 

                                                                                                      დანართი №2

 

 

ქ. ამბროლაურის ზონების აღწერა

ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL

ცენტრალური ზონა

 

1

ვაჟა-ფშაველას ქუჩა-№1დან №37-ის ჩათვლით, მ.კოსტავას ქუჩა, ვ. მახალდიანის ქუჩა, ვანო კობახიძის ქუჩა, შ. რუსთაველის ქუჩა- მ. კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთამდე, ხვანჭკარის ქუჩა მ. კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთამდე, ა. შიშინაშვილის ქუჩა- კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთამდე, დ. აღმაშენებლის ქუჩა- №9-დან №12 -ს ჩათვლით, კ. გამსახურდიას ქუჩა-დ. აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთიდან კ. გამსახურდიას ქუჩა №9-ის ჩათვლით, თამარ მეფის ქუჩა- მ.კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან თამარ მეფის ქუჩა №13-ის ჩათვლით,თამარ მეფის ქუჩის №01 შესახვევი, ბრატისლავა რაჭის ქუჩა- მ.კოსტავას ქუჩის გადაკვეთიდან ალ. გურგენიძის ქუჩის გადაკვეთამდე, ბრატისლავა-რაჩის ქუჩის №01 შესახვევი, ბრატისლავა რაჭის ქუჩის №01 ჩიხი, ბრატისლავა - რაჭის ქუჩის №02 ჩიხი, ბრატისლავა რაჭის ქუჩის №03 ჩიხი, ბრატისლავა - რაჭის ქუჩის №04 ჩიხი, ბრატისლავა რაჭის ქუჩის №05 ჩიხი, კ. გამსახურდიას ქუჩის №01 ჩიხი, კ.გამსახურდიას №02 ჩიხი.

1,1

შუალედური ზონა

 

2

ა. შიშინაშვილის ქუჩა-ვ.კობახიძის ქუჩის გადაკვეთიდან ა. შიშინაშვილის ქუჩის №33-ის ჩათვლით, აკ. წერეთლის ქუჩა, ხვანჭკარის ქუჩა-ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთიდან აკ. წერეთლის ქუჩის გადაკვეთამდე, რუსთაველის ქუჩა- ვ. კობახიძის ქუჩის გადაკვეთიდან აკ. წერეთლის ქუჩის გადაკვეთამდე, დ. აღმაშენებლის ქუჩა- №9-დან №38-ის ჩათვლით, კ. გამსახურდიას ქუჩა- №9-დან -№88-ის ჩათვლით, გრ. ხუციშვილის ქუჩა, ილ. ჭავჭავაძის ქუჩა- დ. აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთიდან ბრატისლავა-რაჭის ქუჩის გადაკვეთამდე, გ. წულუკიძის ქუჩა- ილ. ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთიდან ბრატისლავა-რაჭის ქუჩის გადაკვეთამდე, გ. წულუკიძის ქუჩის №02 ჩიხი, გ. წულუკიძის ქუჩის №01 ჩიხი, №02 ქუჩა, ალ.გურგენიძის ქუჩა-ბრატისლავა რაჭის- ქუჩის გადაკვეთიდან ალ. გურგენიძის ქუჩის №16-ის ჩათვლით, ბრატისლავა-რაჭის ქუჩა- გურგენიძის ქუჩის გადაკვეთიდან №07 ქუჩის გადაკვეთამდე, სოფიო შარაბიძის ქუჩა, 06 ქუჩა, ვაჟა-ფშაველას ქუჩის №01 ჩიხი, ვაჟა-ფშაველა №02 ჩიხი, ვაჟა-ფშაველასქუჩის №03 ჩიხი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის №04 ჩიხი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის №37 დან სოფელ კვაცხუთის დასაწყისმდე, ვაჟა ფშაველას ქუჩა- №01 დან სოფ ძირაგეულის დასაწყისამდე, დ. აღმაშენებლის ქუჩის №01 ჩიხი, დ. აღმაშენებლის ქუჩის №02 ჩიხი, კ.გამსახურდიას ქუჩის №03 ჩიხი, კ.გამსახურდიას ქუჩის №04 ჩიხი,კ. გამსახურდიას ქუჩის №05 ჩიხი, ბრატისლავა- რაჭის ქუჩის №06 ჩიხი, ბრატისლავა- რაჭის ქუჩის №07 ჩიხი, ბრატისლავა- რაჭის ქუჩის №08 ჩიხი, ალ. გურგენიძის ქუჩის №01 ჩიხი.

1

პერიფერიული ზონა

 

3

რ. დვალის ქუჩა, ი. გოგებაშვილის ქუჩა, №04 ქუჩა, №05 ქუჩა-ილ. ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთიდან №05 ქუჩის №20-ის ჩათვლით, №01 ქუჩა, კ. გამსახურდიას ქუჩა- №88-დან №59-ის ჩათვლით, თამარ მეფის ქუჩა- № 13 დან № 22-ის ჩათვლით, №03 ქუჩა- თამარ მეფის ქუჩის №01 ჩიხი, შოთა რუსთაველის ქუჩა- წერეთლის ქუჩის გადაკვეთიდან რუსთაველის ქუჩის №64-ის ჩათვლით, შ. რუსთაველის ქუჩის №01 ჩიხი, შ. რუსთაველის ქუჩის №02 ჩიხი, კ. ჭიჭინაძის ქუჩა, ა. შიშინაშვილის ქუჩა- №33-დან №49-ის ჩათვლით, №07 ქუჩა, ალ. გურგენიძის ქუჩა- №16-დან № 18-ის ჩათვლით, ალ. გურგენიძის ქუჩის 02 ჩიხი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის №01 შესახვევი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის №05 ჩიხი, ვაჟა-ფშაველას ქუჩის №06 ჩიხი, თამარ მეფის ქუჩის №01 ჩიხი, თამარ მეფის ქუჩის №02 ჩიხი.

0,9