„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 168
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/05/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.016846
  • Word
168
08/05/2012
ვებგვერდი, 11/05/2012
280120000.10.003.016846
„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 168

2012 წლის 8 მაისი

. თბილისი

„ს პეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებ ში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებით (სსმ, 10, 28/01/2010) დამტკიცებული სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. რეგულირების საგანი

ეს წესი განსაზღვრავს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან (შემდგომში – სააღმზრდელო დაწესებულებაში) , ხანდაზმულთა პანსიონატში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში შშმ) პირთა პანსიონატში, სათემო ორგანიზაციაში, დღის ცენტრსა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში (შემდგომში – სპეციალიზებული დაწესებულება) პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესსა და პირობებს (შემდგომში წესი).“.

2. მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) მომსახურების მიმწოდებელი – სპეციალიზებული დაწესებულებები (სააღმზრდელო დაწესებულება, ხანდაზმულთა პანსიონატი, შშმ პირთა პანსიონატი, სათემო ორგანიზაცია, დღის ცენტრი და დედათა და ბავშვთა თავშესაფარი );“.

3. მე-2 მუხლს დაემატოს „თ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„თ) მომსახურების მიმწოდებელი სააგენტო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო.“.

4. მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1 . პირის სააღმზრდელო დაწესებულებაში, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო.     

2. მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს ფილიალში ( სპეციალიზებულ დაწესებულებაში) ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურების დაფინანსება (თანადაფინანსება) ხორციელდება რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილების (ოქმი) საფუძველზე.

3. დღის ცენტრების, სათემო ორგანიზაციებისა და მცირე საოჯახო ტიპის სახლების (გარდა ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულისა) მომსახურების დაფინანსება ხორციელდება ვაუჩერის მეშვეობით, ამასთან:

ა) დღის ცენტრში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომსახურების მისაღებად ბენეფიციარისათვის განკუთვნილი ვაუჩერი გადაეცემა ბენეფიციარს ან მის კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვამდე მომსახურების მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას;
 
ბ) სათემო ორგანიზაციასა და მცირე საოჯახო ტიპის სახლში პირის მოთავსების შესახებ

გადაწყვეტილების თანახმად მომსახურების მიმწოდებლისათვის ბენეფიციარისთვის განკუთვნილი ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გაცემას სააგენტო უზრუნველყოფს მომსახურების მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვამდე.“.

5. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. მომსახურების დაფინანსების (თანადაფინანსების) პირობები და სამიზნე ჯგუფები

 1. ქვემოთ ჩამოთვლილი სამიზნე ჯგუფებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატში და სათემო ორგანიზაციაში გაწეული მომსახურების დაფინანსება (თანადაფინანსება) მოხდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში იმ რეგისტრირებული ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის:

ა.ა) არ აღემატება 57 000 ქულას გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (გარდა მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს ფილიალისა დღეში 15 ლარის ოდენობით);

ა.ბ) არის 57 001 ქულიდან 70 001 ქულამდე გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ დღეში 12 ლარის ოდენობით, ხოლო მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს ფილიალის შემთხვევაში, გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 3 ლარს;

ა.გ) არის 70 001 ქულიდან 12 0 001 ქულამდე გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ დღეში 10 ლარის ოდენობით, ხოლო მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს ფილიალის შემთხვევაში, გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 5 ლარს;

ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატიდან, სათემო ორგანიზაციიდან და სააღმზრდელო დაწესებულებიდან გადმოყვანილ ბენეფიციარებს, აგრეთვე ამ სპეციალიზებულ დაწესებულებებში მცხოვრებ ბენეფიციარებს გაწეული მომსახურების დაფინანსება (თანადაფინანსება) გაუგრძელდეს იგივე პირობებითა და ოდენობით;

გ) ბენეფიციართა სრულ შეფასებამდე ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატში და სათემო ორგანიზაციებში მცხოვრებ ბენეფიციარებსა და მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს ფილიალებში გადაუდებელი წესით მოთავსებულ ბენეფიციარებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (დღეში 15 ლარის ოდენობით, გარდა მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს ფილიალებისა);

დ) ბენეფიციარები, რომლებიც არ განეკუთვნებიან ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის “–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ არც ერთ კატეგორიას, გაწეული მომსახურების საფასურს იხდიან საკუთარი სახსრებით სრულად, ხოლო მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს ფილიალის შემთხვევაში – დღეში 15 ლარის ოდენობით.

2. სააღმზრდელო დაწესებულებასა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში გაწეული მომსახურება ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ სრულად.

3. ქვემოთ ჩამოთვლილი სამიზნე ჯგუფებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ შშმ პირთა (მ.შ. ბავშვთა) დღის ცენტრში გაწეული მომსახურება დაფინანსდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში იმ რეგისტრირებული ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის:

ა.ა) არ აღემატება 100 000 ქულას გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (შშმ პირთა დღის ცენტრში, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიულ პირ ან მის ტერიტორიულ ორგანო (ფილიალი) დღეში 10 ლარის ოდენობით);

ა.ბ) არის 100 001 ქულიდან 120 001 ქულამდე გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ 70 პროცენტით (დღეში 7 ლარის ოდენობით, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მისი ტერიტორიული ორგანოს (ფილიალი) შემთხვევაში, გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 3 ლარს);

ბ) რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების შშმ ბავშვებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (შშმ პირთა დღის ცენტრში, რომელიც არ არის სა ჯარო სამართლის იურიდიულ პირ ან მის ტერიტორიულ ორგანო (ფილიალი) დღეში 10 ლარის ოდენობით);

გ) ბენეფიციარებს, რომლებიც შშმ პირთა დღის ცენტრის ტიპის მომსახურებით სარგებლობდნენ 2009 წლის ნოემბერში (გარდა იმ ოჯახების წევრებისა, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის არ აღემატება 120 000 ქულას), გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ 60 პროცენტით (დღეში 6 ლარის ოდენობით, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მისი ტერიტორიული ორგანოს (ფილიალი) შემთხვევაში, გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან მომსახურების საფასურს დღეში 4 ლარის ოდენობით);

დ) სხვა ბენეფიციარები გაწეული მომსახურების საფასურს იხდიან საკუთარი სახსრებით სრულად, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მისი ტერიტორიული ორგანოს (ფილიალი) შემთხვევაში დღეში 10 ლარის ოდენობით.

4 . სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ბავშვთა დღის ცენტრში, აგრეთვე სააღმზრდელო დაწესებულებაში , რომელიც ახორციელებს დღის ცენტრის მომსახურებას, გაწეული მომსახურება ქვემოთ ჩამოთვლილი სამიზნე ჯგუფებისათვის დაფინანსდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში იმ რეგისტრირებული ოჯახების წევრ ბავშვებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის:

ა.ა) არ აღემატება 70 000 ქულას გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (ბავშვთა დღის ცენტრში, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირ ან მის ტერიტორიულ ორგანო (ფილიალი) დღეში 5 ლარის ოდენობით);

ა.ბ) არის 70 001 ქულიდან 100 001 ქულამდე გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ 80 პროცენტით (დღეში 4 ლარის ოდენობით, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მისი ტერიტორიული ორგანოს (ფილიალი) შემთხვევაში, გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 1 ლარს);

ბ) რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად ( ბავშვთა დღის ცენტრში, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიულ პირ ან მის ტერიტორიულ ორგანო (ფილიალი) დღეში 5 ლარის ოდენობით);

გ) სხვა ბენეფიციარები გაწეული მომსახურების საფასურს იხდიან საკუთარი სახსრებით სრულად, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მისი ტერიტორიული ორგანოს (ფილიალი) შემთხვევაში დღეში 5 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 პრემიერ-მინისტრი                        . გილაური