დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 167 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.016845 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №167
2012 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
„2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge.16/03/2012, 470230000.10.003.016765) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:
„მუხლი 41. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №492 დადგ ენილების შესაბამისად, რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის საფუძველზე გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების ფარგლებში, 2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ამოქმედების შემდეგ დამდგარი შემთხვევების დაფინანსება და მათი ადმინისტრირება ხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, მიუხედავად ხელშეკრულებებში მითითებული ხელშეკრულების ხელმოწერის დროს მოქმედი სამართლებრივი აქტებისა. ამ მუხლით გათვალისწინებული პირობა წარმოადგენს მხარეთა შორის შეთანხმებას და, შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ან ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის ვალდებულებისაგან.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების №3 დანართის (ეპიდზედამხედველობის პროგრამა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,400 ათასი ლარით:
| № | ღონისძიება | თანხა (ათასი ლარი) |
| 1 | რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე არსებული სჯდ ცენტრებისთვის ეპიდზედამხედველობის, იმუნიზაციისა და სამედიცინო სტატისტიკის ღონისძიებათა ფარგლებში მომსახურების დაფინანსებისთვის (მე‑3 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები) | 494
|
| 2 | სამედიცინო სტატისტიკური, იმუნიზაციის და ეპიდზედამხედველობის ფორმების ბეჭდვა | 20 |
| 3 | მალარიისა და სხვა პარაზიტული დაავადებების პროფილაქტიკისა და კონტროლის გაუმჯობესება (მათ შორის – სამედიცინო დანიშნულების საქონლის შესყიდვისთვის – 2344 ლარი) | 41 |
| 4 | სქესობრივად გადამდებ დაავადებათა, ნოზოკომიური ინფექციების, დიარეული დაავადებების, მენინგოენცეფალიტების, ჰეპატიტებისა და ჰემორაგიული ცხელებების ეპიდზედამხედველობას კომპონენტების ფარგლებში ტესტსისტემებისა და სახარჯი მასალების შესყიდვა | 748 |
| 5 | ადმინისტრირება და მონიტორინგი | 97 |
|
| სულ: | 1,400.“. |
3. დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების №6 დანართის (ფსიქიკური ჯანმრთელობა):
ა) მე-4 მუხლის:
ა.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება განხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, №6. 5 დანართის შესაბამისად.“;
ა.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 6. მე-3 მუხლის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება სახელმწიფოს მიერ ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის 70%-ით, №3 დანართით გათვალისწინებული შემთხვევების დადგენილი ღირებულების შესაბამისად, გარდა ალკოჰოლური ინტოქსიკაციისა (F10.0), რომელიც ანაზღაურდება სრულად.“;
ბ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 9. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 11,860 ათასი ლარით:
| კომპონენტი | ღონისძიება | ბიუჯეტი (ათასი ლარი) |
| 1. ამბულატორიული მომსახურება | ფსიქიატრიული ამბულატორიული მომსახურება | 2,855 |
| ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია | 70 | |
| ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობა | 151 | |
| ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენცია | 520 | |
| 2. სტაციონარული მომსახურება | ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება | 8,072 |
| ფსიქოზური რეგისტრის აშლილობების მქონე პაციენტთა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება | 45 | |
| ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურება | 147 | |
| სულ ბიუჯეტი: |
| 11,860.“. |
4 . დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების №8 დანართის (დიაბეტის მართვა) მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ბ) სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარება, რომელიც მოიცავს ინსულინმომხმარებელ და უშაქრო დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში მედიკამენტის დოზის კორექციისათვის ექიმ-ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობასა და პროგრამის მოსარგებლეების შესაბამის სამედიცინო განათლებას. ექიმ-ენდოკრინოლოგის დანიშნულების შესაბამისად ნევროპათოლოგის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის, ანგიოლოგის და დიეტოლოგის კონსულტაციას და კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევებს:
ბ.ა) გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, არანაკლებ 8 ერთეულისა ერთ პაციენტზე;
ბ.ბ) გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა;
ბ.გ) კრეატინინის განსაზღვრა სისხლში;
ბ.დ) მიკროალბუმინურიის კვლევა;
ბ.ე) სისხლის საერთო ანალიზი;
ბ.ვ) შარდის საერთო ანალიზი;
ბ.ზ) ზიმნიცკის სინჯი;
ბ.თ) C- პეპტიდი;
ბ.ი) ჰომა – 2-ის ინდექსი;
ბ.კ) ე.კ.გ;“.
5 . დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების №13 დანართის ( სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება):
ა) მე-9 მუხლი (პროგრამის ბიუჯეტი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 9. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 24,130 ათასი ლარით:
| № | კომპონენტები | ბიუჯეტი (ათასი ლარი) |
| 1 | სასწრაფო სამედიცინო დახმარება | 20,235 |
| 2 | სამედიცინო ტრანსპორტირება | 3,887 |
| ა | რეფერალური დახმარება | 3,047 |
| ბ
| საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საზღვარგარეთის ქვეყნების ხელმძღვანელთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება | 440 |
| გ
| საგანგებო სიტუაციებისა და სპეციალური ოპერაციების დროს შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ბრიგადის თანხლება და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა | 400 |
| 3 | „პროგრამა პატრიოტის განხორციელების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველყოფა | 8 |
| სულ: | 24,130.“; | |
ბ) დანართი 13.1 ( სასწრაფო დახმარების სამსახურების თვის ბიუჯეტი (ლარებით) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი 13.1
სასწრაფო დახმარების სამსახურების თვის ბიუჯეტი (ლარებით)
| № | ოპერატორი კომპანია | რაიონი / მუნიციპალიტეტი | ბრიგადების რაოდენობა | თვის ბიუჯეტი |
| 1 | შპს „ჯეოჰოსპიტალსი“ | მცხეთა | 3 | 23,618 |
| 2 | დუშეთი (მათ შორის, ფასანაური) | 3 | 23,637 | |
| 3 | თიანეთი | 3 | 19,628 | |
| 4 | ყაზბეგი | 2 | 13,676 | |
| 5 | ბორჯომი | 4 | 29,905 | |
| 6 | გურჯაანი | 3 | 23,404 | |
| 7 | საგარეჯო | 3 | 23,072 | |
| 8 | სამტრედია | 2 | 15,922 | |
| 9 | ბაღდათი | 2 | 14,530 | |
| 10 | ზესტაფონი | 3 | 23,277 | |
| 11 | ჭიათურა | 5 | 38,003 | |
| 12 | თეთრიწყარო | 4 | 29,558 | |
| 13 | მარნეული | 5 | 37,367 | |
| 14 | გარდაბანი | 5 | 37,319 | |
| 15 | წალკა | 3 | 21,574 | |
| 16 | სასწრაფო დახმარების სადგური სს „მაშველი“ | თელავი | 1 | 9,248 |
| 17 | შპს „უნიმედი კახეთი“ | თელავი | 4 | 29,387 |
| 18 | ახმეტა | 4 | 29,259 | |
| 19 | ყვარელი | 3 | 23,569 | |
| 20 | შპს „უნიმედი აჭარა“ | ქობულეთი | 4 | 30,405 |
| 21 | შუახევი | 2 | 16,174 | |
| 22 | ქედა | 2 | 16,141 | |
| 23 | ხულო | 3 | 21,412 | |
| 24 | შპს „უნიმედი სამცხე“ | ადიგენი | 2 | 15,873 |
| 25 | სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“ | ქუთაისი | 9 | 62,131 |
| 26 | ტყიბული | 3 | 22,456 | |
| 27 | თერჯოლა | 2 | 15,749 | |
| 28 | ხონი | 2 | 15,640 | |
| 29 | წყალტუბო | 3 | 22,816 | |
| 30 | შპს „მედალფა“ | ოზურგეთი | 4 | 29,444 |
| 31 | კასპი | 3 | 23,320 | |
| 32 | შპს „ალიანს მედი+“ და შპს „მედიქალ პარკი საქართველო“ | ბოლნისი | 3 | 23,292 |
| 33 | დმანისი | 2 | 16,138 | |
| 34 | მესტია | 2 | 15,044 | |
| 35 | ამბროლაური | 3 | 23,136 | |
| 36 | ონი | 2 | 14,891 | |
| 37 | ცაგერი | 3 | 22,918 | |
| 38 | ხაშური | 3 | 23,180 | |
| 39 | შპს „არქიმედეს კლინიკა“ | ლაგოდეხი | 2 | 15,839 |
| 40 | სიღნაღი | 3 | 23,536 | |
| 41 | სს „ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო რესპუბლიკა“ | ზუგდიდი | 6 | 44,633 |
| 42 | მარტვილი | 3 | 22,289 | |
| 43 | წალენჯიხა (მათ შორის, ჯვარი) | 4 | 29,926 | |
| 44 | ჩხოროწყუ | 2 | 16,133 | |
| 45 | ხობი | 2 | 16,113 | |
| 46 | აბაშა | 3 | 23,076 | |
| 47 | ფოთი | 5 | 37,380 | |
| 48 | შპს „გადაუდებელი სამედიცინო დახმარება“ | ხარაგაული | 2 | 15,634 |
| 49 | ვანი | 2 | 15,730 | |
| 50 | ლანჩხუთი | 3 | 22,643 | |
| 51 | ჩოხატაური | 3 | 22,552 | |
| 52 | დედოფლისყარო | 3 | 23,540 | |
| 53 | ქარელი | 2 | 16,014 | |
| 54 | ასპინძა | 2 | 14,593 | |
| 55 | ლენტეხი | 3 | 22,836 | |
| 56 | შპს „რუსთავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03“ | რუსთავი | 6 | 44,950 |
| 57 | შპს „გორმედი“ | გორი | 6 | 45,375 |
| 58 | ტყვიავი | 2 | 15,933 | |
| 59 | შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ | ბათუმი/ ხელვაჩაური | 13 | 97,252 |
| 60 | შპს „სენაკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03“ | სენაკი | 3 | 23,957 |
| 61 | შპს „საჩხერის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03“ | საჩხერე | 4 | 30,793 |
| 62 | შპს „ახალქალაქის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03“ | ახალქალაქი | 2 | 16,108 |
| 63 | სს „ახალციხის რაიონული საავადმყოფო“ | ახალციხე | 3 | 23,042 |
| 64 | შპს „ნინოწმინდის საავადმყოფო –პოლიკლინიკური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03-ის გაერთიანება“ | ნინოწმინდა | 2 | 15,353 |
| 65 | შპს „ახალგორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03“ | ახალგორი | 2 | 14,281 |
| 66 | ცხინვალის მხარის შპს „ქურთის საავადმყოფო“ | ქურთა | 1 | 8,576 |
| 67 | ზემო აფხაზეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარება |
| 1 | 8,585 |
| 68 | ოტობაიის საექიმო ამბულატორია |
| 1 | 9,158 |
| 69 | აფხაზეთის ა/რ. გალი. ნაბაკევის საექიმო ამბულატორია |
| 1 | 9,158 |
| 70 | გალის რ-ნის შპს „საბერიოს ამბულატორია“ |
| 1 | 9,158 |
| 71 | გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფო |
| 2 | 14,593 |
| 72 | შპს „ქვემო ბარღების სასწრაფო დახმარების სადგური 03“ |
| 1 | 9,158 |
| 73 | შპს „ოქუმის სასწრაფო დახმარების სადგური 03“ |
| 1 | 9,158.“. |
6. დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების №16 დანართის (ტუბერკულოზის მართვა):
ა) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ბ) დადასტურებული შემთხვევების, მათ შორის, სტაციონარული მკურნალობის შემდეგ, ამბულატორიულ ზედამხედველობას, რაც მოიცავს ფტიზიატრის ზედამხედველობას, ინსტრუმენტულ-ლაბორატორიულ გამოკვლევებსა და ნახველის/საკვლევი მასალის რეფერალს ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელთან;“;
ბ) მე‑8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად. ამასთან, დაუშვებელია მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერ(ებ)ით ბენეფიციარმა ისარგებლოს რამდენიმეჯერ ერთი საანგარიშგებო თვის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირველადად პაციენტის გამოკვლევა მოხდა „ეჭვი ფილტვის ტუბერკულოზზე/კონტაქტების გამოკვლევისთვის“ არსებული ვაუჩერის ფარგლებში და დასაბუთებული ეჭვი იქნა მიტანილი ფილტვგარეშე ტუბერკულოზზე, რის შემდეგაც პაციენტის გამოკვლევა გრძელდება ერთ‑ერთი შესაბამისი ვაუჩერით.“;
გ) მე‑9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 9,508.6 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
| № | ღონისძიება
| ბიუჯეტი (ათასი ლარი) |
| 1 | ამბულატორიული მომსახურება (მათ შორის, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების ფარგლებში ტუბსაწინააღმდეგო ამბულატორიული ღონისძიებების დაფინანსება – 12 500 ლარი თვეში) | 3,190 |
| 2 | ეპიდზედამხედველობისა და ტუბერკულოზის პროგრამის მართვის მონიტორინგის კომპონენტი | 165 |
| 3 | ლაბორატორიული კონტროლი | 1,003.6 |
| 3.1 | სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი | 525 |
| 3.2 | სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“ | 478.6 |
| 4 | სტაციონარული მომსახურება | 4,950 |
| 5 | პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისთვის ტუბერკულოზის მართვისთვის მედიკამენტების, სხვა სახარჯი და დამხმარე მასალების შესყიდვა | 200 |
|
| სულ ბიუჯეტი: | 9,508.6.“. |
7. დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების №17 დანართის ( აივ-ინფექცია/შიდსი) მე-6 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 4. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“ და „ა.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
5. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები