დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „საქცივპროდუქტი“-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ს.ს. "საქცივპროდუქტი" |
| მიღების თარიღი | 10/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სააქციო საზოგადოება „საქცივპროდუქტის” დირექციის განცხადება
სს „საქცივპროდუქტი” იწვევს საზოგადოების აქციონერთა კრებას, რომელიც გაიმართება 2012 წლის 1 ივნისს დღის 3 საათზე, თბილისში, თევდორე მღვდლის ქ. №27-ში. სააქციო საზოგადოების მიერ სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2012 წლის 17 აპრილი.
დღის წესრიგი:
1. მეთვალყურეთა საბჭოს 2011 წლის ანგარიში და მისი დამტკიცება.
2. სააქციო საზოგადოების 2011 წლის ფინანსური ანგარიში და მისი დამტკიცება.
3. საზოგადოების მეთვალყურეთა საბჭოს წევრთა არჩევა.
4. სხვადასხვა.
დღის წესრიგთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაცია მიიღება საზოგადოების დირექციაში ზემოაღნიშნულ მისამართზე. ტელ: 234 26 32. განმარტებების მისაღებად მოგვმართეთ წერილობით დირექციაში კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე. კრების მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ აქციონერები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სააქციო საზოგადოების რეესტრში 2012 წლის 15 აპრილის მდგომარეობით და წარმოადგენენ რეგისტრატორის მიერ დამოწმებულ ამონაწერს, ასევე პირადობის მოწმობას.
აქციონერთა კრებაში მონაწილეობის უფლებას შეამოწმებს საზოგადოების რეგისტრატორი – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი”, მის.: მოსაშვილის 11. ტელ: 225 15 60.
გენერალური დირექტორი ს. რუხაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები