დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 378 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/05/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 24/03/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120010000.22.026.016120 |
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №378
2012 წლის 10 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა /მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტისა და 24-ე მუხლის თანახმად , ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
მუხლი 1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა /მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ “ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით (სსმ , ვებგვერდი , 110721021, 21/07/2011) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა /მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე -12 მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
,,2. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში (გარდა ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის ”ბ”, ”გ” და ”დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა ), მოსამსახურეს არ უნარჩუნდება თანამდებობრივი /წოდებრივი სარგო , დანამატები (მათ შორის , კომპენსაცია ).’’.
მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 24 მარტიდან.
ბ . ახალაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები