„უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 172
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 440050000.10.003.016841
  • Word
172
08/05/2012
ვებგვერდი, 10/05/2012
440050000.10.003.016841
„უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 172

2012 წლის 8 მაისი

. თბილისი

 „უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №88 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/02/2011, 440050 000.10.003.016249) და დადგენილებით დამტკიცებული „უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების გაცემის შესახებ დებულების“:

1. მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. კონკურსში მონაწილეობისათვის ფონდში განაცხადის შეტანა შეუძლია მკვლევართა ჯგუფს, რომელიც მიზნად ისახავს კვლევის ჩატარებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, აგრეთვე საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, რომელთა წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე.

3. საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.“.

2. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კონკურსის ფარგლებში უპირატესობა მიენიჭება იმ პროექტებს, რომლებიც ითვალისწინებს 35 წლამდე ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა მონაწილეობას, კერძოდ, მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების (შემდგომში – მაგისტრანტი), დოქტორანტურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების (შემდგომში – დოქტორანტი) და ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების კვლევაში ჩართვას. ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა რიცხვი პროექტში არ უნდა აღემატებოდეს ორს, ამასთან, მათ დაგროვებული უნდა ჰქონდეთ ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული საკრედიტო სისტემით სულ მცირე 120 კრედიტი.“.

3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

81. ერთსა და იმავე პირს ერთსა და იმავე დროს მკვლევართა ჯგუფის წევრის/ძირითადი პერსონალის სტატუსით არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ფონდის მიერ გამოცხადებულ გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ან/და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსებში გამარჯვებულ, ჯამში 2-ზე მეტ პროექტში.“.

4. მე-4 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ერთი და იგივე პირი ერთსა და იმავე დროს არ უნდა ხელმძღვანელობდეს ან თანახელმძღვანელობდეს გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ან უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსებში გამარჯვებულ ერთზე მეტ პროექტს.“.

5. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

91. დაუშვებელია უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსში ისეთი საპროექტო განაცხადის შეტანა, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოვა ამ მუხლის 81 და მე-9 პუნქტებთან.“.

6. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გრანტის მიმღებთა საგრანტო დაფინანსება, დამხმარე პერსონალის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხელფასი;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე პროექტით დაგეგმილი ამოცანების განხორციელებისათვის აუცილებელი ზედნადები ხარჯები, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 10%-ს.“.

7. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვიზიტების დაფინანსება მოიცავს საერთაშორისო და საქალაქთაშორისო მგზავრობის, სავალდებულო დაზღვევის, ვიზის ხარჯების, საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისა და ვიზიტის პერიოდში სადღეღამისო ხარჯების ანაზღაურებას.“.

8. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. პროექტის ბიუჯეტი

1. პროექტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებდეს როგორც ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის, ისე არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციის შემდეგ მუხლებს:

ა) შრომის ანაზღაურება – აღნიშნული კატეგორია გულისხმობს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გრანტის მიმღების შრომის ანაზღაურებას საგრანტო დაფინანსების სახით და დამხმარე პერსონალის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შრომის ანაზღაურებას;

ბ) მივლინება – აღნიშნული კატეგორია მოიცავს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინების დროს მგზავრობის, საცხოვრებელი ადგილის და დღიური ნორმის ხარჯებს („დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების შესაბამისად), ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებული პირის სავალდებულო დაზღვევისა და ვიზის გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს;

გ) საქონელი და მომსახურება – აღნიშნული კატეგორია გულისხმობს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო, „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანების საქონლისა და მომსახურების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლით გათვალისწინებული ხარჯების გაწევას. აღნიშნული მუხლი არ უნდა ითვალისწინებდეს მივლინებისა და ზედნადების ხარჯებს;

დ) არაფინანსური აქტივები – აღნიშნული კატეგორია გულისხმობს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო, „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანების საქონლისა და მომსახურების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლით გათვალისწინებული ოპერაციების გაწევას (სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის, კომპიუტერული და სხვა ტექნიკის შეძენის ხარჯს, რომელთა საექსპლუატაციო ვადა აღემატება ერთ წელს, მრავალჯერადად ან განუწყვეტლივ გამოიყენება მომსახურების პროცესში და ერთეულის ღირებულება შეადგენს 500 ლარს და მეტს);

ე) ზედნადები ხარჯები – აღნიშნული კატეგორია გულისხმობს საბაზო ორგანიზაციის მიერ გასაწევ ხარჯს, როგორიცაა: კავშირგაბმულობის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის, მიზნობრივი/მუნიციპალური დასუფთავების, საბანკო მომსახურების, ტექნიკურ და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, აგრეთვე გრანტით შეძენილი ძირითადი საშუალებების ტრანსპორტირებისა და მონტაჟის, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ბუღალტრის მომსახურებისათვის გაწეულ შრომით დანახარჯებს.

2. ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია პროექტის ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტთან, დაჯამდება საქონლისა და მომსახურების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში.

3. გრანტის თანხებით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა/იჯარა, შენობა-ნაგებობის კაპიტალური რემონტი/რეკონსტრუქცია, ავტომანქანის შეძენა.“.

9. მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წინასწარი ტექნიკური ექსპერტიზის შემდეგ კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი რეგისტრირებული პროექტი გაივლის შეფასების პირველ საფეხურს.

3. შეფასების პირველ საფეხურზე პროექტის სამეცნიერო აქტუალობას, დასახული მიზნების მიღწევადობას, მოსალოდნელი შედეგების ღირებულებას წინასწარ დადგენილი კრიტერიუმის მიხედვით აფასებს დარგის ორი დამოუკიდებელი უცხოელი ექსპერტი (peer peviewer). თითოეული ექსპერტი პროექტს აფასებს მაქსიმუმ 100 ქულით. პროექტის პირველი საფეხურის შეფასება გამოიანგარიშება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით. პროექტი, რომელიც მიიღებს 91 ქულას ან მეტს, გადადის შეფასების მეორე საფეხურზე.“.

10. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულებით დაგეგმილი ამოცანების შესრულების დამადასტურებელი ანგარიშის შემოწმებას.“.

11. მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ფონდი უფლებამოსილია გრანტის მიმღების მიერ ყოველი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე არა უგვიანეს 20 დღით ადრე წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/და ხარჯთაღრიცხვაში შეიტანოს ცვლილება.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი              . გილაური