სს “ყაზბეგი’’- ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების განმეორებით მოწვევის შესახებ

  • Word
სს “ყაზბეგი’’- ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების განმეორებით მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები სს „ყაზბეგი“
მიღების თარიღი 08/05/2012
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/05/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
20
08/05/2012
ვებგვერდი, 10/05/2012
სს “ყაზბეგი’’- ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების განმეორებით მოწვევის შესახებ
სს „ყაზბეგი“

განცხადება

სს ,,ყაზბეგის” აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების

განმეორებით მოწვევის შესახებ

 

2012 წლის 3 მაისის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაზე კვორუმის არარსებობის გამო,  სს ,,ყაზბეგის” დირექცია განმეორებით იწვევს ს/ს-ის აქციონერებს, საზოგადოების საერთო კრებაზე დასასწრებად, რომელიც გაიმართება:

2012 წლის 30 მაისს, დღის 1200 საათზე, ქ. რუსთავში, მშვიდობის ქ. №6-ში მდებარე სააქციო საზოგადოების სააქტო დარბაზში.

 

დღის წესრიგი:

1.  სს ,,ყაზბეგის” კუთვნილი მატერიალური ფასეულობების იჯარით  გაცემის საკითხის განხილვა;

2.  ვალდებულებების უზრუნველსაყოფად სს ,,ყაზბეგის” კუთვნილი  ქონების უფლებრივად დატვირთვის საკითხის განხილვა;

3.  სს ,,ყაზბეგის” რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შესახებ;

4.  სხვადასხვა საკითხები.

  დღის წესრიგის საკითხების თაობაზე დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ ს/ს-ის დირექციაში, ტელ.: (0341)–25–61–34;  

 (0341)–25–61–24;

                         

  საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე განმეორებით საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ აქციონერებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს დამოუკიდებელი რეგისტრატორი   –  სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი”, აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების სააღრიცხვო დღისათვის:

 

  – 2012 წლის 16 აპრილისათვის.    

 

ქ. რუსთავის სს ,,ყაზბეგის” ადმინისტრაცია