დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ” ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 29 თებერვლის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/05/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.116.016082 |
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2012 წლის 30 აპრილი
ქ. ცაგერი
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ” ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 29 თებერვლის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ” ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 29 თებერვლის №12 დადგენილებაში (ვებგვერდი, 09/03/2012) შევიდეს შემდეგი ცვლილებები :
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი № 1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. მძიმე ავადმყოფმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან სხვა უფლებამოსილმა პირმა
მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:“ .
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი № 1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ახალშობილის მშობელმა (მამამ ) ან სხვა უფლებამოსილმა პირმა დახმარების მისაღებად
მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:“ .
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი № 1-ის მე- 11 მუხლის მე- 3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ამ წესის მე-3 მუხლით, მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა საკრებულოს შესაბამისი განკარგულებების მიხედვით, ხოლო მე-4 მუხლის 1- ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დახმარება – ,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ და ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნათა შესაბამისად.“ .
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ . ლეთოდიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები