დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 366 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/05/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.22.026.016116 |
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №366
2012 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებით (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ.1467) დამტკიცებულ №9 დანართში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დანართის:
1. 1.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
|
„1.2 | საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატო-ში სამოქალაქო წარმომადგენლის მოადგილე (ნატო-ს შტაბბინა, ქ. ბრიუსელი, ბელგიის სამეფო)-აპარატის უფროსის მოადგილე
|
ევრო |
1 200 |
700 | ნატო-ს შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი დაანგარიშების მიხედვით (გაფორმებული კონტრაქტის პირობების თანახმად), თუ გადახდის მომენტისათვის 1.1 პუნქტში მითითებულ თანამდებობაზე არ არის დანიშნული შესაბამისი პირი |
2200
|
4100 და ოფისის ქირავნობის ხარჯები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
“. |
2. 2.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
„ 2.2 | საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატო-ში სამხედრო წარმომადგენლის მოადგილე (ნატო-ს შტაბბინა, ქ. ბრიუსელი, ბელგიის სამეფო)-აპარატის უფროსის მოადგილე
|
ევრო |
1 200 |
700 | ნატო-ს შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი დაანგარიშების მიხედვით (გაფორმებული კონტრაქტის პირობების თანახმად), თუ გადახდის მომენტისათვის 2.1 პუნქტში მითითებულ თანამდებობაზე არ არის დანიშნული შესაბამისი პირი |
2200
|
4100 და ოფისის ქირავნობის ხარჯები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
“. |
3. შენიშვნას დაემატოს მე-10 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,10. შვებულებაში (მათ შორის ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებაში) ყოფნისას ან შრომისუუნარობის გამო სამსახურში არყოფნის შემთხვევაში პირს უნარჩუნდება ამ დანართით გათვალისწინებული ნორმები. თუ მითითებული არყოფნის პერიოდი წელიწადის განმავლობაში ზედიზედ ან კალენდარული წლის მანძილზე 30 კალენდარულ დღეზე მეტი ხნით გრძელდება, პირს შენახვის ხარჯების ნორმა 30 კალენდარული დღის შემდეგ უმცირდება ბინის დაქირავების ხარჯებამდე.”.
მუხლი 2 . ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები გავრცელდეს არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე, მიუხედავად მათი წარმოშობის თარიღისა.
მუხლი 3 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ .ახალაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები