დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 მაისის №92/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 91/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016357 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №91/ნ
2012 წლის 7 მაისი
ქ. თბილისი
,,საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 მაისის №92/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 მაისის №92/ნ ბრძანების (ვებგვერდი, 110527015, 02/06/2011 სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016129 ) პირველი პუნქტით დამტკიცებულ ,, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკის კოდექს ში” შევიდეს ცვლილება და ეთიკის კოდექსის:
ა) მე-6 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 14. დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადაზე ადრე იქნეს მოხსნილი, თუ მანდატურმა არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა როგორც კეთილსინდისიერმა თანამშრომელმა და დისციპლინური სახდელის შეფარდებიდან გასულია ამ მუხლის მე-16 პუნქტში მითითებული ვადის 1/2 მაინც. დისციპლინური სახდელი ვადაზე ადრე შეიძლება მოიხსნას სამსახურის უფროსის მიერ. ”;
ბ) მე-6 მუხლის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,16. თუ მანდატურს გაფრთხილების შეფარდებიდან 3 თვის, საყვედურის შეფარდებიდან 6 თვის, სასტიკი საყვედურის შეფარდებიდან 9 თვის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ. ”.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ . შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები