,,ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ “ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
,,ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ “ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/05/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/05/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 17/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.121.016053
  • Word
11
07/05/2012
ვებგვერდი, 11/05/2012
010250040.35.121.016053
,,ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ “ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ვანის მუნიციპალიტეტი

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2012 წლის 7 მაისი

ქ. ვანი

,,ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული 

 აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

      მუხლი 1

,,ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №4 დადგენილებით (სსმ;№17; 26/08/2010 წ.) დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს იგი შემდეგი რედაქციით:

,, 2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

გ) ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური;

დ) ზედამხედველობის სამსახური;

ე) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;

ვ) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური;

ზ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;

თ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

ი) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური .“.

    მუხლი 2

კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს  ვანის მუნიციპალიტეტის   საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გია ოჩხიკიძემ.   

      მუხლი 3

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე დ.  კაკაბაძე