დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 375 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 07/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120090000.08.002.016504 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №375
2012 წლის 7 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებით (სსმ III, 2007 წ., №113, მუხ. 1251) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ღ) სამედიცინო დეპარტამენტი;“;
ბ) მე-2 პუნქტის:
ბ.ა) „ი“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და გაერთიანებული შტაბის თანამშრომელთა პირველად სამედიცინო დახმარებას,“;
ბ.ბ) „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ღ) სამედიცინო დეპარტამენტი ახორციელებს სამხედრო-სამედიცინო უზრუნველყოფის მიმდინარე და პერსპექტიული გეგმების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს, სამედიცინო ქონებით უზრუნველყოფის დაგეგმვასა და მის მონიტორინგს, სამედიცინო ღონისძიებების დაგეგმვასა და ამ მიმართულებით სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესწავლას, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და მონიტორინგს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და გაერთიანებული შტაბის თანამშრომელთა პირველად სამედიცინო დახმარებას, საქართველოს შეიარაღებული ძალების ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას;“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები