დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეების და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/05/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.114.016118 |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №23
2012 წლის 30 აპრილი
დ. ჩოხატაური
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეების და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეების და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 თებერვლის №13 დადგენილებაში (სსმ, 28.02.2012წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
მუხლი 1
დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“.
მუხლი 2
დადგენილების მე-3 მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: ,,თვითმმართველი ერთეულის“.
მუხლი 3
დადგენილების მე-3 მუხლით დამტკიცებული დანართი 3 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (თან ერთვის).
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი მ. უნგიაძე
დანართი 3
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელება და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები
| № | თანამდებობათა დასახელება | თანამდებობრივი სარგო |
| 1 | 2 | 3 |
| 1 | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის რწმუნებული (რომლის დაქვემდებარებულ ტერიტორიულ ორგანოში მოსახლეობის რაოდენობა აღემატება 1000-ს) | 700 |
| 2 | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის რწმუნებული (რომლის დაქვემდებარებულ ტერიტორიულ ორგანოში მოსახლეობის რაოდენობა 1000-ზე ნაკლებია) | 600 |
| 3 | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი | 250 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები