დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/05/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.114.016116 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/05/2012 - 03/07/2012)
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2012 წლის 30 აპრილი
დ. ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულება (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2
ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 10 სექტემბრის №139 დადგენილება და ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 31 იანვრის №8 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი მ. უნგიაძე
დანართი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სტატუსს, ფუნქციებს, სისტემას და სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახური არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შექმნილია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე.
3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია: საქართველოს კონსტიტუცია, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის შესაბამისი სამართლებრივი აქტები და ეს დებულება.
4. სამსახურის იურიდიული მისამართია: ჩოხატაური, წერეთლის ქუჩა №2.
მუხლი 2. სამსახურის უფლებამოსილებანი
სამსახური უზრუნველყოფს:
ა) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების, მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ საკითხების მომზადებას;
ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას;
გ) წინადადების შემუშავებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის შესახებ;
დ) წინადადების შემუშავებას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის მართვისა და განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან დაკავშირებით;
ე) წინადადების შემუშავებას ქონების ოპტიმალურად განკარგვის შესახებ;
ვ) წინადადებების შემუშავებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ქონების შესახებ;
ზ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე საკუთრებაში თუ სარგებლობაში გადაცემისას ხელშეკრულების მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგს;
თ) მიწათსარგებლობისას წარმოქმნილი პრობლემის შესწავლას, მათ შორის, სადავო საკითხების გაანალიზებასა და პრობლემათა აღმოსაფხვრელად ღონისძიებების დასახვას;
ი) მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემული ცალკეული ქონების პრივატიზების შესახებ პროექტების წარდგენას;
კ) წინადადების მომზადებას მუნიციპალური ქონების კატეგორიის შეცვლის შესახებ;
ლ) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
მ) თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვასა და კონტროლს ქონების მიზნობრივ გამოყენებაზე;
ნ) კანონიერი მოსარგებლეებისათვის არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობების კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე – შესაბამისი წინადადებების მომზადებას;
ო) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულებას.
მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა და მართვა
1. სამსახურის სტრუქტურა:
ა) სამსახურის უფროსი;
ბ) სპეციალისტები.
2. სამსახურის უფროსს და თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
3. სამსახურის სტრუქტურასა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს მოქმედი კანონმდებლობით შესაბამისად ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
4. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე;
ბ) უზრუნველყოფს თანამშრომელთა საქმიანობაზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას;
გ) შეიმუშავებს და გამგებელს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციების განაწილების შესახებ;
დ) ანაწილებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციებს თანამშრომელთა შორის;
ე) შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) იხილავს მის დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შეტანილ საჩივრებს და გამგებელს წარუდგენს შესაბამის დასკვნას რეაგირებისთვის;
ზ) უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას და გამგებლისთვის წარდგენას;
თ) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს;
ი) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს;
კ) მონაწილეობს გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
ლ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
5. სამსახურის უფროსი სამსახურის საქმიანობისთვის ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის წინაშე.
6. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება გამგებლის ბრძანების საფუძველზე ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ მოხელეს.
მუხლი 4. სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები
1. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:
ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესისა და თანამდებობრივი ინსტრუქციების მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
მუხლი 5. დასკვნითი დებულებანი
სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები