აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 161-უ.ს.რ.ს.
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 03/05/2012
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016007
  • Word
161-უ.ს.რ.ს.
03/05/2012
ვებგვერდი, 08/05/2012
010240080.51.056.016007
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში დამატების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს

რეგლამენტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტს (გაზეთი აჭარა”, 57, 31.03.2005) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1081 მუხლი:

     „მუხლი 1081   

საქართველოს პარლამენტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების საკანონმდებლო პროცესების კოორდინაციის მიზნით საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა ა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლებისაგან საქართველოს პარლამენტში შექმნილ ერთობლივ საკოორდინაციო საბჭოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სამ წევრს, რომელთაგან ერთი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა.”. 

    მუხლი 2

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ამ რეგლამენტის ამოქმედებიდან ათი დღის ვადაში, უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტში შექმნილ ერთობლივ საკოორდინაციო საბჭოში აჭარის ავტონონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთა დანიშვნა.

    მუხლი 3

ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                   მ. მახარაძე

ჩაქვი,

2012 წლის 3 მაისი

№161–უ.ს.რ.ს.