დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | აჟარის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.102.016050 |
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2012 წლის 4 მაისი
ქ. თბილისი
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის შემდეგი სიმბოლოები:
1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გერბი, რომელიც წარმოადგენს: გერბის ფარი გაყოფილია სამ ნაწილად – ტეხილად არის გადაკვეთილი, ზედა ნაწილი კი გაკვეთილი. I ნაწილი – ვერცხლის ველზე სევადი დათვი; II ნაწილი – მეწამულ ველზე ვერცხლის ფარი – რომლის ვერცხლის ველზე მეწამული ჯვარია მოთავსებული; III ნაწილი – ლაჟვარდოვან ველზე დიოსკურების ორი ოქროს პილოსი, რომელთა თავზეც ორი ოქროს რვაქიმიანი ვარსკვლავია მოთავსებული. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – ერთკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრადღია კატარკტიანი კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი ,,აჟარა“. (დანართი თან ერთვის).
2. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის დროშა, რომელიც წარმოადგენს: დროშა ვერტიკალურად არის გაყოფილი ორ ნაწილად – მეწამულ და ლაჟვარდოვან ველებად. დროშის ცენტრში გამოსახულია ვერცხლის ფარი, რომლის ვერცხლის ველზე მეწამული ჯვარია მოთავსებული. დროშის პროპორციაა 2:3. (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ს . გურჩიანი

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები