„შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს შექმნის, მისი დებულების დამტკიცებისა და ამ საბჭოში არსებული სამდივნოს უფლება-მოვალეობათა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის №345 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს შექმნის, მისი დებულების დამტკიცებისა და ამ საბჭოში არსებული სამდივნოს უფლება-მოვალეობათა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის №345 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 164
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 30/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016837
  • Word
164
30/04/2012
ვებგვერდი, 04/05/2012
040030000.10.003.016837
„შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს შექმნის, მისი დებულების დამტკიცებისა და ამ საბჭოში არსებული სამდივნოს უფლება-მოვალეობათა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის №345 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №164

2012 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

„შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს შექმნის , მისი დებულების დამტკიცებისა და ამ საბჭოში არსებული სამდივნოს უფლება -მოვალეობათა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის №345 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , „შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს შექმნის , მისი დებულების დამტკიცებისა და ამ საბჭოში არსებული სამდივნოს უფლება -მოვალეობათა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის №345 დადგენილებაში (სსმ , 2010 წ., მუხ. 148 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

1. დადგენილების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს (ჰარმონიზაციის ცენტრის) დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად:“;

გ) პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„მუხლი 1

შეიქმნას შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭო (ჰარმონიზაციის ცენტრი) .

მუხლი 2

დამტკიცდეს თანდართული შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს (ჰარმონიზაციის ცენტრის) დებულება.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების :

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს (ჰარმონიზაციის ცენტრის) დებულება“;

ბ ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„მუხლი 1 . საბჭოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანები

1 . შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭო (ჰარმონიზაციის ცენტრი) (შემდგომში – საბჭო ) არის საქართველოს მთავრობასთან შექმნილი საბჭო , რომელიც სამდივნოს მეშვეობით უზრუნველყოფს სახელმწიფო სექტორში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის დანერგვას , განვითარებას , ფუნქციურ სრულყოფას და აღნიშნული საკითხების კოორდინაციას.

2 . საბჭოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია :

ა ) სახელმწიფო სექტორის შიდა აუდიტის სტრატეგიისა და მეთოდოლოგიის განახლება;

ბ ) შიდა აუდიტის სუბიექტების დებულებების შემუშავების მიზნით პრაქტიკული სახელმძღვანელოებისა და მითითებების შემუშავება;

გ) შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის შემუშავება, მისი შემდგომი განახლება და დახვეწა;

დ ) შიდა აუდიტის , ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებისათვის შესაბამისი სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შექმნა , მათი შემდგომი განახლება და დახვეწა;

ე ) შიდა აუდიტის სფეროში საერთაშორისო აუდიტორულ ორგანიზაციებთან , სხვა სახელმწიფოთა სახელმწიფო სექტორის შიდა აუდიტის ორგანოებთან საერთაშორისო ურთიერთობების დამყარება და კოორდინაცია;

ვ ) შიდა აუდიტის სუბიექტების თანამშრომლებისათვის დაფინანსური მართვისა და  კონტროლისათვის პასუხისმგებელი პირებისათვის სასწავლო/პრაქტიკული სემინარებისა და ტრენინგების პერიოდულად ჩატარება , მხარდაჭერა და მათი საქმიანობის კოორდინა ცია;

ზ ) შიდა აუდიტის სუბიექტისათვის ინსტრუქციების შემუშავება , მათ შორის , შიდა აუდიტის სუბიექტში დასანიშნი მინიმალური საკადრო რესურსისა და მისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების , შიდა აუდიტორის ინტერესთა კონფლიქტის წესების , შიდა აუდიტის ხარისხის გარანტიისა და შიდა აუდიტის ანგარიშგების მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ;

თ ) შიდა აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობის , შიდა აუდიტის სტანდარტების , შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის და სხვა სახელმძღვანელო ინსტრუქციების შესრულების შეფასება და მონიტორინგი;

ი ) შიდა აუდიტის სტრატეგიის , შიდა აუდიტის მეთოდოლოგიისა და სახელმწიფო სექტორში შიდა აუდიტის განხორციელების საკითხებზე რეგულარული შეხვედრებისა და დისკუსიების ორგანიზება;

კ) სამდივნოს მიერ შედგენილი სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების შესახებ კონსოლიდირებული წლიური ანგარიშის ყოველი წლის 30 აპრილამდე განხილვა;

ლ ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება .“ ;

გ) მე‑4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭოში იქმნება სამდივნო (შემდგომში – სამდივნო).“.

 მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 15 მაისიდან .

პრემიერ -მინისტრი ნ .გილაური