„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 10952
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 06/12/2011
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2012
ძალაში შესვლის თარიღი 06/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016074
  • Word
10952
06/12/2011
ვებგვერდი, 07/05/2012
000000000.00.00.016074
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №10952

2011 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე ” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების ” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე ” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) პირველი პუნქტის „ა ” ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის ” (დანართი №1):

ა.ა) მე-2 მუხლის 26-ე პუნქტის „ა ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დანიშნულების საგადასახადო ორგანოს კოდი კლასიფიკატორის მე-2 ნაწილის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი და სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება იმ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის დანიშნულებით, რომელიც განთავსებული არ არის საქართველოს ეკონომიკურ საზღვართან მდებარე კონტროლის ზონაში, აღნიშნულ გრაფაში მიეთითება ­– 00000;”;

ა.ბ) 66-ე მუხლის:

ა.ბ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ავსებს B გრაფ ას .”;

 ა.ბ.ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ბ.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდესშემდეგი რედაქციით:

„6. გრაფა „B” – აღინიშნება შეფასების A ნომერი და გადახდის ქვითრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნომერი და მათი მინიჭების თარიღები. შეფასების ნომერთან ერთად დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება შტრიხკოდი.”;

ბ) პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკატორის” (დანართი №2) მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პორტალების მე-15 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   15

69401

69403

99403

პორტალი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ”

2. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ჯ. ებანოიძე