კომპეტენციის და კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 19 მარტის №007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
კომპეტენციის და კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 19 მარტის №007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 012
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 30/04/2012
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016017
  • Word
012
30/04/2012
ვებგვერდი, 04/05/2012
310020000.55.067.016017
კომპეტენციის და კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 19 მარტის №007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №012

2012 წლის 30 აპრილი

ქ. ბათუმი

კომპეტენციის და კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 19 მარტის №007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის „კომპეტენციის და კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ 2012 წლის 19 მარტის №007 ბრძანებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. გამოცდის ფორმა

1. გამოცდა ტარდება ტესტირების და გასაუბრების ფორმით.

2. მეზღვაური, რომელსაც სურს რანგის ამაღლება კაპიტნის, კაპიტნის უფროსი თანაშემწის, უფროსი მექანიკოსის ან მეორე მექანიკოსის თანამდებობაზე, გამოცდას აბარებს ტესტირებისა და გასაუბრების ფორმით. გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ.

3. მეზღვაური, რომელსაც სურს რანგის ამაღლება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული შემთხვევებისა, გამოცდას აბარებს მხოლოდ ტესტირების ფორმით.

4. მეზღვაური, რომელსაც სურს კომპეტენციის სერტიფიკატის ან კვალიფიკაციის სერტიფიკატის განახლება, გამოცდას აბარებს ტესტირების ფორმით კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში.

5. თუ პირი, რომელმაც წარმატებით გაიარა გამოცდის ტესტირების ეტაპი და ვერ გაიარა გასაუბრება, მე-7 მუხლის შესაბამისად დაშვებულ ყოველ შემდგომ გამოცდაზე იგი მხოლოდ გასაუბრებას გაივლის.

6. გამოცდის შედეგები (ტესტირების შედეგები და გასაუბრების ოქმი) ინახება შესაბამის მონაცემთა ბაზაში მეზღვაურის საბუთებთან ერთად.“.

2. ამოღებულ იქნეს ბრძანების V თავი.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თ. იობიძე