„გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 აპრილის №160 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 აპრილის №160 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 360
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 03/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 24/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 010220020.08.002.016502
  • Word
360
03/05/2012
ვებგვერდი, 04/05/2012
010220020.08.002.016502
„გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 აპრილის №160 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №360

2012 წლის 3 მაისი

ქ. თბილისი

„ გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 აპრილის №160 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 აპრილის №160 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2001 წ., №43, მუხ. 326) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით შექმნილი გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის შემადგენლობა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,რამაზ ნიკოლაიშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

გიორგი დიდიძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე , კომისიის პასუხისმგებელი მდივანი

ნიკოლოზ გაგუა – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე

რამინ გობეჯიშვილი – არასამეწარმეო (არაკომერციული)  იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის – ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის გეომორფოლოგია-გეოინფორმატიკის განყოფილების გამგე

ვაჟა კიკნაძე – არასამეწარმეო (არაკომერციული)  იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის – ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი

ლაშა ციმაკურიძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის  იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე

ირაკლი ლეჟავა – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის  იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კურატორი

ვახტანგ მაღრაძე – არასამეწარმეო (არაკომერციული)  იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი

მარიკა ოძელი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ქართული ენის სამმართველოს უფროსი

თეა ტეტელოშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ქართული ენის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი

მარიამ ლებანი ძე – საქართველოს საგარეო საქმეთა  სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის მრჩეველი.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი