სს „საქელექტრომანქანა“-ს აქციონერთა რიგითი კრების შესახებ

  • Word
სს „საქელექტრომანქანა“-ს აქციონერთა რიგითი კრების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01/12
დოკუმენტის მიმღები სს „საქელექტრომანქანა“
მიღების თარიღი 02/05/2012
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
01/12
02/05/2012
ვებგვერდი, 04/05/2012
სს „საქელექტრომანქანა“-ს აქციონერთა რიგითი კრების შესახებ
სს „საქელექტრომანქანა“

განცხადება

სს „საქელექტრომანქანის” აქციონერთა რიგითი კრების მოწვევის შესახებ

 

7 ივნისს შედგება სს „საქელექტრომანქანის” აქციონერთა რიგითი კრება, სააქციო საზოგადოების სააქტო დარბაზში 15:00 საათზე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის მე-3 შესახვევი, №4

შემდეგი დღის წესრიგით:

1. ყოფილი გენ. დირექტორის ნ. ბარელაძის 2010-2011 წლების ანგარიში (მომხსენებელი ნ. ბარელაზე)

2. ყოფილი სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიში (მომხსენებელი გ. გაგულიძე)

3. სს-ის კუთვნილი საბუღალტრო და სხვა დოკუმენტაციის არარსებობა _ სავარაუდოდ მოპარვის შესახებ (მომხსენებლები 1. ნ. ბარელაძე, 2. ზ. დარჩიაშვილი)

4. ბილაინისა და მაგთის მიერ იჯარის თანხების ი. მაჭავარიანის პირად ანგარიშზე გადარიცხვის მართლზომიერების შესახებ (მომხსენებელინ.ბარელაძე)

5. სააქციო საზოგადოებისთვის წამგებიანი ხელშეკრულების სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციით გაფორმების გარემოებების შესახებ. (მომხსენებელი გ. გაგულიძე).

6. დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების წარმოქნის შესახებ (მომხსენებელი ნ. ბარელაძე)

7. სამეთვალყურეო საბჭოს ხელფასების განსაზღვრის შესახებ

8. ავარიული კორპუსების სახურავებისა დაზიანებული მზიდი კედლების შეკეთების აუცილებლობის შესახებ.

9. მეიერი კრიხელის განცხადების განხილვა უძრავი ქონების შესყიდვის შესახებ (უკვე მეხუთედ)

10. აუცილებელი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებისათვის კრედიტის აღების შესახებ

11. სხვადასხვა.

 

გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით აქციონერთა საერთო კრებას აძლევენ შემდეგ რეკომენდაციას:

1. იმის გამო, რომ ყოფილ გენ. დირექტორს და ყოფილ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მიუხედავად არაეთგზის მოთხოვნისა, არ წარმოუდგენიათ აღნიშნული დოკუმენტები განსახილველად, სამეთვალყურეო საბჭომ ვერ იმსჯელა ყოფილი გენ. დირექტორისა და ყოფილი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის 2010-2011 წლების ანგარიშებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამეთვალყურეო საბჭო ვერ აძლევს აქციონერთა საერთო კრებას რეკომენდაციებს.

2. დღის წესრიგის ყველა დანარჩენ საკითხებზე სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას აძლევს აქციონერთა საერთო კრებას იმსჯელოს დეტალურად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.

აქციონერთა საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგინდეს 7 მაისი.

აქციონერებს თავიანთი უფლებამოსილება შეუძლიათ შეამოწმონ ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორ „საქართველოს რეგისტრატორთან” მისამართზე: თბილისი, ჭავჭავაძის №74ა ან უშუალოდ სს „საქელექტრომანქანაში” შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის მე-3 შესახვევი, №4.

 

გენ. დირექტორი                 ზ. დარჩიაშვილი