მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები მესტიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/05/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.103.016051
  • Word
9
02/05/2012
ვებგვერდი, 08/05/2012
010260020.35.103.016051
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2012 წლის 2 მაისი

დ.მესტია

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულება წარმოდგენილი რედაქციით /თან ერთვის/.

2. დადგენილება გამოქვეყნდეს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. გვარლიანი

 საკრებულოს თავმჯდომარე . გვარლიანი

დანართი 1

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის

დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური

5. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხთა მონიტორინგს. თვითმმართველობისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

6. სამსახურს აქვს ბლანკი, ბეჭედი სამსახურის სრული სახელწოდების აღნიშვნით.

7. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

8. სამსახურის ადგილსამყოფელი: დ.მესტია; სეტის მოედანი 1.

    მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

1. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს კანონები, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საკრებულოს დებულება (რეგლამენტი), გამგეობის დებულება და ეს დებულება.

2. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

თავი II

სამსახურის ძირითადი ფუნქციები

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიწოდება, ამ მიზნით კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობა;

ბ) საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;

გ) საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა;

დ) სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაცია და დაინტერესებული უწყებებისთვის /პირებისთვის მიწოდება;

ე) მუნიციპალიტეტში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რაციონალურად გამოყენების, ხარისხიანი თესლის, ნერგის და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებისათვის სათანადო რეკომენდაციების მომზადება და მიწოდება დაინტერესებული უწყებისათვის /პირებისათვის;

ვ) მუნიციპალიტეტში არსებული აუთვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესწავლა და მათი სრულფასოვანი ათვისებისათვის სათანადო ღონისძიებების დასახვა;

ზ) სახნავი მიწების, მრავალწლიანი ნარგავების, სათიბებისა და საძოვრებით დაკავებული ფართობების შესახებ ინფორმაციების მოპოვება;

თ) საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება;

ი) წყალდიდობისგან დაცვის, ირიგაციის და დრენაჟის სისტემების მშენებლობა და ექსპლუატაცია;

კ) ვეტერინალური, მცენარეთა დაავადებების საწინააღმდეგო, თესლეულის ხარისხის შემოწმებისა და მისი სორტირების ღონისძიებების გატარება;

ლ) სოფლის მეურნეობის სფეროში საერთო ინფორმაციის, ტექნიკური დოკუმენტაციისა და სტატისტიკური მონაცემების მომზადება და გავრცელება.

თავი III

სამსახურის სტრუქტურა, მართვა და სამსახურის თანამშრომელთა უფლება- მოვალეობანი

    მუხლი 4. სამსახურის შემადგენლობა

სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და ორი მთავარი სპეციალისტისაგან.

    მუხლი 5. სამსახურის მართვა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ.

2. სამსახურის უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს სამსახურის სახელით, წარმოადგენს სამსახურს სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობისას;

გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა მორიგი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

დ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;

ე) პერიოდულად ისმენს თანამშრომელთა ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ვ) სამსახურის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელს;

ზ) ახორციელებს მისთვის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.

    მუხლი 6. სამსახურის თანამშრომლები

4. სამსახურის თანამშრომელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე

5. სამსახურის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

6. სამსახურის უფროსის არყოფნისას, გამგებლის დავალებით, მის მოვალეობას ასრულებს ერთ- ერთი თანამშრომელი.

მუხლი 7. სამსახურის თანამშრომელთა უფლება -მოვალეობები

3.  სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:

ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;

ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;

გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;

დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;

ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო- საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;

ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.

4.  სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:

ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;

ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;

გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;

დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;

ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;

ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო- საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.

თავი IV

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 8. სამსახურის დებულების მიღება და მასში ცვლილებების შეტანა

3. სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებების და დამტებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.