დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 87/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 02/05/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/05/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.016353 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №8 7/ნ
2012 წლის 2 მაისი
ქ. თბილისი
,,საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებით (ვებპორტალი, 110504011, 04/05/2011; სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016102) დამტკიცებულ ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების აკრედიტაციის დებულებაში“ (დანართი№1) შეტანილ იქნეს ცვლილება და 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აკრედიტებულ პროგრამას/პროგრამებს, ვალდებულია, ცენტრს ყოველწლიურად, პირველი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით წარუდგინოს აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიში ელექტრონული ფორმით.“ .
მუხლი 2. ამ ბრძანების პირველი მუხლის ამოქმედებამდე ცენტრში წერილობითი ფორმით წარდგენილი აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიში ჩაითვალოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად წარმოდგენილად.
მუხლი 3 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ . შაშკინი
დოკუმენტის კომენტარები